საბა კვირკველია: მეხუმრებით? ბარემ ბავშვებთან ვითამაშებ ფეხბურთს...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთან საუბრისას უარყო რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად ის კარიერას "მოტორ-აკადემიაში" გააგრძელებს, რომელიც თათრეთის ზამთრის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

- Gazeta.ru: საბა კვირკველია სტუდენტურ "მოტორ-აკადემიაში" "გადავიდა"

კვირკველიას სწორედ ტრანსფერთან დაკავშირებით დავუკავშირდით და ძალიან გაუკვირდა კიდეც.

"მეხუმრებით? რა "მოტორ-აკადემია? პირველად მესმის საერთოდ. ბარემ ბავშვებთან ვითამაშებ ფეხბურთს... კარგი რა.

არ ვიცი ვინ და რა დაწერა, მაგრამ საბა კვირკველია ჯერ "რუბინის" ფეხბურთელია და არსად გადასულა. 5 გუნდის ვარიანტს განვიხილავ და როგორც კი იქნება რამე სიახლე,
აუცილებლად გაიგებთ", - გვითხრა კვირკველიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული