ამჟამად 27 წლის შემტევი ნახევარმცველი საქართველოში ვარჯიშობს და მძიმე ტრავმის შემდეგ ინდივიდუალურად ცდილობს, ფორმა აღიდგინოს.
შეგახსენებთ, რომ დათოს ბოლო კლუბი უკრაინული "ოლეკსანდრია" იყო, სადაც იჯარით გამოდიოდა. ფეხბურთელმა სწორედ "ოლეკსანდრიაში", "გორნიაკთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოიტეხა ფეხი და ხანგრძლივი ვადით ჩამოშორდა ფეხბურთს. თარგამაძეს გუნდის დატოვება მოუხდა, საიჯარო ხელშეკრულება კი, ბუნებრივია, აღარ გახანგრძლივდა.
- დავით თარგამაძეს ფეხი მოსტეხეს
- ფეხბურთელი, რომელმაც თარგამაძეს ფეხი მოსტეხა: დავით, მე
დავით თარგამაძეს "შახტართან" კონტრაქტი 2016 წლის ბოლოს უსრულდება და დიდი ალბათობით, ის არ გახანგრძლივდება. შესაბამისად, დავითი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და ნებისმიერ კლუბში უფასოდ გადასვლას შეძლებს. როგორც football.sport.ua წერს, ქართველ ნახევარმცველზე თვალი "ოლეკსანდრიას" უჭირავს და მის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება. აღსანიშნავია, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ თარგამაძის დონის ფეხბურთელი სჭირდება.
- ვლადიმირ შარანი: იმედი მაქვს, დავით თარგამაძე შემდეგ სეზონშიც ჩვენთან იქნება
"წესით, უკრაინის პრემიერლიგაში თამაშის სოლიდური გამოცდილების მქონე ამ კრეატიული ფეხბურთელის დამატების სურვილი, "ოლეკსანდრიას" გარდა, სხვა უკრიანულ კლუბებშიც ექნებათ", - წერს საიტი.