"ლევან მჭედლიძის შეძენა პრემიერლიგის კლუბებს 2 მლნ ევროდ სურთ, მაგრამ..."

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს წლის უკანასკნელ ტურში "ემპოლიმ" 1:2 წააგო სტუმრად "ატალანტასთან", მაგრამ ლევან მჭედლიძემ კვლავ გამოიჩინა თავი და ამ სეზონში მესამე გოლი გაიტანა.

- ლეგიონი: ლევან მჭედლიძემ "ატალანტასაც" გაუტანა [VIDEO]
- ლეგიონი: ლევან მჭედლიძის დუბლი და სელფი "კალიარისთან" [VIDEO]

იტალიურმა მედიამ ჩვენებურის თამაში, გუნდისგან განსხვავებით, დადებითად შეაფასა.

"პიანეტა ემპოლიმ" ქართველი ფორვარდი 6,5 ბალით შეაფასა: "ორ თამაშში სამი გოლი გაიტანა. შანსი, რომელიც მან გამოიყენა "ატალანტასთან" მატჩში, ერთადერთი იყო სტუმართათვის. ძალიან ცუდია, რომ ამჯერად, მისმა კარგმა თამაშმა გუნდს ქულები ვერ მოუტანა. იმედი
გვაქვს, რომ ის ასე გააგრძელებს თამაშს".

si24.it-მა მჭედლიძეს მატჩის უმაღლესი შეფასება - 7,5 ბალი დაუწერა: "მჭედლიძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფორმაშია. ორ თამაშში სამი გოლი არ არის ცუდი შედეგი ფორვარდისთვის, რომელიც ამ სეზონში ფორვარდების არჩევანში უკანასკნელი იყო მწვრთნელ მარტუშელოსთვის".

gazzamercato.it-მა ლევანს სტატია მიუძღვნა - მჭედლიძის ეფექტი - "ემპოლიმ", როგორც იქნა, იპოვა საჭირო ფორვარდი".

"ქართველ ფორვარდს პროგრესში ხელი ძალიან ბევრმა ტრავმამ შეუშალა. "პალერმოში" 2008 წელს 1,5 მილიონ ევროდ გადასულმა ახალგაზრდამ იქ ფეხი ვერ მოიკიდა, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების გოლი გაუტანა "იუვენტუსს" და "პალერმოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. 2010 წელს ის "ემპოლიში" დაბრუნდა.

ამ წლების განმავლობაში მჭედლიძეს სტაბილურად ტანჯავდა ტრავმები, მაგრამ "ემპოლის" მწვრთნელებს მისი ტალანტის მუდამ სჯეროდათ.

როგორც თავად ამბობს, ამ სეზონში მან ბევრი შეითვისა ჯილარდინოსა და მაკარონესგან და ცენტრფორვარდის პოზიციაზე ბოლო ხანებში ბრწყინვალედ ათამაშდა - დუბლი "კალიარისთან" და გოლი "ატალანტასთან" ამის დასტურია.

მისი კონტრაქტი 2018 წელს სრულდება და უკვე გამოჩნდნენ გუნდები პრემიერლიგიდან, რომელთაც მისი შეძენა დაახლოებით 2 მილიონ ევროდ სურთ, მაგრამ 26 წლის ფორვარდს არ სურს "სახლიდან" წასვლა, რადგან საკუთარი კარიერის ისტორიის დაწერა "ემპოლიში" უნდა".
მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ აქვს შანსი სადმე ნორმალურ კლუბში გადასვლის და მეტი სათამაშო დროის მიღების არც უნდა დაფიქრდეს... ისე მჭედლიძეები ემპოლიდან თუ იყვნენ ნამდვილად არ მეგონა...
musenbezi
18:05 21-12-2016
0
უნდა შევაქოთ, კარგია 2 თამაშში 3 გოლი, მაგრამ ზედმეტია ამხელა აჟიოტაჟიც,სტაბილურ დონეზე 10-12 თამაში მაინც უნდა ჩაატაროს და მერე უნდა შეაფასოთ მისი თამაში და არა 2 თამაშიდან გამომდინარე
nika
18:11 21-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული