tag24.de: აკაკი გოგია დრეზდენის "დინამოს" სეზონის აღმოჩენაა

AutoSharing Option
tag24.de-მ აკაკი გოგია დრეზდენის "დინამოს" სეზონის აღმოჩენად დაასახელა.

"აკაკი აგვისტოს ბოლოს ბოლო წუთებზე გადმოვიდა "ბრენტფორდიდან" იჯარით. ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ 24 წლის ნახევარმცველი წარმატების გარანტია იქნებოდა გუნდში. სამი დუბლი ნახევარ სეზონში დიდი ხანია, არავის გაუკეთებია "დინამოში", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ გერმანული მოქალაქეობის მქონე ქართველს, რომელსაც ეროვნულ გუნდში თამაში სურს, ამ სეზონში 14 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, რაც კლუბში საუკეთესო მაჩვენებელია. მის ანგარიშზეა ერთი საგოლე პასიც.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატო და როცა იძახებდნენ მაშინ ჯერ კიდევ ვოლცბურგში თამასობდა და კუდი აიბზუა ეგონა გერმანიის ნაკრებს მიახწევდა ხოლო როცა მიწაზე დეშვა საქართველოშიც ნაწყენები არიან
live
15:20 22-12-2016
0
აუ ეს დავიმატოთ რა მოხდება მარტლა იგროკია
niora
23:56 21-12-2016
0

სიახლეები პოპულარული