დავით სხირტლაძემ "სილკებორგთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდმა დავით სხირტლაძემ მის ამჟამინდელ კლუბ "სილკებორგთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი შეთანხმების ძალით, ქართველი შემტევი დანიურ გუნდში 2019 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

"წელს წინსვლა მქონდა და, იმედია, მომავალი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება ჩემს კარიერაში. ჩემთვის ეს საუკეთესო ადგილია, საიდანაც შეიძლება კარიერული წინსვლა დაიწყოს", - თქვა სხირტლაძემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ სხირტლაძე "ორჰუსიდან" გასული სეზონის დასაწყისში გადავიდა "სილკებორგში" და დღეს ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო დროს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სხირტლაძეს სისტემატურად იძახებს ქვეყნის მთავარ გუნდში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული