ახალი შეთანხმების ძალით, ქართველი შემტევი დანიურ გუნდში 2019 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
"წელს წინსვლა მქონდა და, იმედია, მომავალი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება ჩემს კარიერაში. ჩემთვის ეს საუკეთესო ადგილია, საიდანაც შეიძლება კარიერული წინსვლა დაიწყოს", - თქვა სხირტლაძემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ სხირტლაძე "ორჰუსიდან" გასული სეზონის დასაწყისში გადავიდა "სილკებორგში" და დღეს ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო დროს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სხირტლაძეს სისტემატურად იძახებს ქვეყნის მთავარ გუნდში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"