ლეგიონი გუშინ: ქართველები აზერბაიჯანის თასის 1/2-ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
აზერბაიჯანში თასის გათამაშების საპასუხო მეოთხედფინალები გაიმართა.

ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" გასვლაზე 1:0 მოუგო აზალ-ს. პირველი შეხვედრაც "გაბალას" ჰქონდა მოგებული (2:1). გამარჯვებულთა რიგებში კვეკვესკირმა 90 წუთი ითამაშა. აზალ-ის შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა დავით ჯანელიძემ, ხოლო ნუგზარ კვირტია 56-ე წუთზე შეცვალეს.

განჯაში უგოლოდ დაზავდნენ "ქიაფაზი" და ბაქოს "ინტერი". პირველი შეხვედრა ბაქოში "ინტერმა" 2:0 მოიგო და შემდგომ ეტაპზე ის გავიდა. ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ზურაბ ხიზანიშვილი.

სხვათა შორის, ნახევარფინალში ქართული დერბი შედგება - ერთმანეთს "ინტერი" და "გაბალა" გადაეყარნენ.

* * *
კვიპროსის ჩემპიონატში "ერმისი" გასვლაზე დაუზავდა "ანაგენისს" - 2:2. "ერმისში" ყვითელი ბარათი მიიღო და 68 წუთი ითამაშა ირაკლი მაისურაძემ.

* * *
პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში "ჟილ ვისენტემ" ავთო ებრალიძის გარეშე (განაცხადშიც არ ყოფილა) 2:1 მოუგო "უნიაუ მადეირას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული