სამწუხაროდ, ყენიას კარიერას არა და არ ეშვება ტრავმები. ჯერ კიდევ "შალკეში" ყოფნისას, ლევანმა მიიღო ის ტრავმა, რომელიც დღემდე აწუხებს. კარგია, რომ ყენია ასეთ ვითარებას უძლებს და მომავლის იმედს არ კარგავს.
"ლელო" მას პრაღაში შეეხმიანა. ცხადია, თავდაპირველად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხეთ:
"სამწუხაროდ, ჯერაც ვერ ვთამაშობ იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც "ანდერლეხტთან" მატჩის წინადღეს მივიღე. მადლობა, რომ გახსოვვართ! რეაბილიტაციის პროცესი
"ამ დროის განმავლობაში, ბურთთან ერთადაც ვვარჯიშობ, მაგრამ ცუდი ის არის, რომ 100 პროცენტით ვერ ვიტვირთები.
რაც შეეხება "სლავიას", გუნდში ყველაფერი კარგადაა. ჩეხეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ, კლუბის ხელმძღვანელობას ჩემპიონობა სურს", - ესეც ყენიას სიტყვებია.
იქვე ის, "სლავიასთან" კონტრაქტზეც ლაპარაკობს.
"ზაფხულამდე მაქვს კლუბთან ხელშეკრულება. სამწუხაროდ, როგორც სულ ხდება ჩემს კარიერაში, ტრავმამ ამჯერადაც უკან დამწია, მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებ. ბრძოლას არ ვწყვეტ. ჯერ არ ვიცი, რა იქნება ზაფხულში", - ამბობს ლევანი.
"ფეხბურთელისთვის იმაზე რთულად ასატანი არაფერია, როცა იძულებით უწევს უქმობა.
"როგორც ყოველთვის, ოჯახი ჩემს გვერდითაა. ისინი მიმსუბუქებენ ყოფას".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"