ჯანო ანანიძე: რევაზ ჩელებაძეს ჩემს ხელფასში "ჩაჯდომა" აგენტივით სურდა...

AutoSharing Option
ცნობილმა რუსულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელთან, ჯანო ანანიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში ჯანო მისი "სპარტაკში" გადასვლის ამბავს ჰყვება, რომელშიც მაშინ რევაზ ჩელებაძეც მონაწილეობდა.

- თქვენ "სპარტაკში" გადასვლაზე რევაზ ჩელებაძე მუშაობდა. რა მომენტში დაამთავრეთ მასთან მუშაობა?
- საქართველოში მას ყველა "ჩელეს" ეძახის. ოფიციალურად ჩემი აგენტი არ იყო, ფურცლებზე ხელი არ მოგვიწერია. 13 წლის ასაკში მისი დახმარებით კიევის "დინამოს" აკადემიაში მოვხვდი, "ჩელე" იქ ყველასთან მეგობრობდა. ერთი წლის შემდეგ ფული მოისურვა, თუმცა აუხსნეს: "სანამ ჯანოს 18 წელი არ
შეუსრულდება, ფული არ იქნება".

"სპარტაკის" ვარიანტი მას არ მოუძებნია - "სპარტაკის" წარმომადგენლებმა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მატჩის დროს შემამჩნიეს, ჩემით დაინტერესდნენ და სინჯებზე მიმიწვიეს. სამნი ჩავედით - მამა, მე და "ჩელე". როცა კონტრაქტს განვიხილავდით, ჩელებაძემ ევგენი სმოლენცევს, რომელიც მაშინ "სპარტაკის" ტექნიკური დირექტორი იყო, უთხრა: "300 ათასი დოლარი და ჯანო თქვენია". ამ თანხის შუაზე გაყოფას ვაპირებდით.

- თქვენ და ჩელებაძე?
- დიახ, მაგრამ მამამ თქვა: "ჩელე", შენ ორასი, ჩვენ კი - ასი. 50 ჩემგან საჩუქრად".

ჩელებაძე კიევის "დინამოში" მოწყობაში დაგვეხმარა. თანაც, სმოლენცევს ამხელა თანხის დასახელებას ვერ გავუბედავდით.

- აბა, რა თანხაზე იქნებოდა საუბარი?
- ნაკლებზე, სავარაუდოდ 6-ჯერ ნაკლებზე. ჩელებაძეს ავტორიტეტი ჰქონდა. სმოლენცევიც არ ვაჭრობდა. ამასთან, ის 50 ათასი დოლარი, რაზეც მამაჩემმა იოლად თქვა უარი, ჩვენთვის ნამეტანი იქნებოდა.

ჩემი პირველი ხელფასი "სპარტაკში" 5 ათასი რუბლი იყო. როცა ცოტა მომიმატეს, "ჩელემ" ისევ ფულზე ჩამოაგდო საუბარი.

- რამდენს ითხოვდა?
- ჩემს ხელფასში "ჩაჯდომა" და საკუთრი პროცენტის აგენტივით მიღება სურდა. მამა აღშფოთდა: "ვითომ რატომ? ჩვენ 50 ათასი დოლარი მოგეცით. ბავშვის ხელფასს კი მეც არ ვეხები, ეს მისი ფულია. როცა დიდ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მაშინ იქნება პრემიები, ბონუსები - არ გაწყენინებთ".

მათ იკამათეს, რის შემდეგაც ჩვენი გზები გაიყარა.

მამის გარდაცვალების შემდეგ "ჩელემ" კვლავ შემომთავაზა თავისი მომსახურება, რაზეც ვუპასუხე: "მაპატიეთ, მაგრამ სხვა აგენტი მყავს". სულ ეს არის მთელი ისტორია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ჯანო თურმე ქობულეთს და ჩოხატაურს ვერ გაცდებოდა თურმე, ისეთი უნიჭო ყოფილა ყველგან ჩაიკარგებოდა და ისევ რეზო ბიძია ...ს მადლი რომ არა ვერსადაც ვერ გაიჩითებოდა ვერავინ და ვერაფერი ვერ იქნებოდა. აბაა, საქმეს აკეთებს მარტო ...., ბიძია.
რაო
24 დეკემბერი 2016 20:43
0
ანანიძე ვინ იყავი და რა გაგხადა ჩელემ ყველამ იცის, რომ არა ჩელებაძე, მოსკოვს კიარა ჩოხატაურში ვერ მოხდებოდი.
kote batumski
24 დეკემბერი 2016 10:59
0
ეს რო აკაცე მეტის ღირსი ხარ, ჩელე
zaza
24 დეკემბერი 2016 09:13
0
ორივე მხარე მაგარი მტკუანია
arsena
24 დეკემბერი 2016 07:58
0
რა ვითომ არ იცოდით მარტო ჩელე ნაკრების სათავეში მყოფი 90% მწვრთნელებისა იმიტომ იწვევდნენ ფეხბურთელებს რომ კონტრაქტს ტუ გააფორმებდა რომიმე წილში უჯდა და გუნდებში ეგ სიმახინჯე საბჩოთა კავშირის დეოიდან მოდის ძირითადში მოხვედრა ფული ღირდა და სადამდე მიგვიყვანა მაგ ვითომ კაი ბიჩობამ ხედავთ ალბათ ვეგარასდროს ამოვალთ ამ წუმპედან ჯერ მარტო ჩაწყობებს და მიცემას ვერ ვუხერხებთ ბავშთა გუნდებიდან მოდის 10 -12 წლის ბავშვების ტურნირებზეც მასიური ხასიათი აქვს მსაჯები, ზემოდან მფარველობები სულ დასფერთხი და დასაწმენდია მაგრამ აქ ჩელეს გამოუჩდა დამცველები იქ სხვას და წასულია ჩვენი საქმე ტრა..p.s როცა ხელშეუხებელი და ვაი ავტორიტეტები მოცილდებიან ქართულ ფეხბურთს მხოლოდ მაშინ დაიწყება პროგრესი!
კახა
24 დეკემბერი 2016 07:27
0
დიდმა ნოდარ ახლკაცმა თქვა ერთხელ მაგ თქვენ პატივცემულ ჩელებაძეზე,.........
ისტორია.
24 დეკემბერი 2016 03:58
0
კაცი ყოფილა ....ი და კიდე ჯანოს როგორ ამტყუნებენ ვიღაცეები, ხედავთ რა დღეში არიან. არანაირი დამსახურება არ ამართლებს ამას, ასეთების და ასეთი ხალხის ხელში საერთოდ რატომ არის ცოცხალი ქართული ფეხბურთი, რატომ გვებადებიან ანანიძეები და სხვები.
ზვიადი
24 დეკემბერი 2016 03:52
0
გარეკეტებდა ჯანო? :))))))) წილში ჩაჯდომა რა? თუ არის ეს მსოფლიო პრაქტიკა და ეკუთვნის წილი, რატომაც არა? მე რაც მივხვდი, ჩელებაძე არ იყო ოფიციალური აგენტი, მაგრამ მოითხოვა ის რასაც მოითხოვდა ოფიციალური აგენტი. ანანიძეებს რომ თანხმობა ეთქვათ, ალბათ სპარტაკი გაიღებდა რაღაც თანხას ზემოდან ან ნაწილს ჯანო, ნაწილს გუნდი. ეს როგორ ხდება ბოლომდე ხომ არავინ ვიცით ვინც ახლოს არ ვართ ეგეთ პროცესთან და ჯანოს კიდევ ამ საკითხზე საჯაროდ ლაპარაკისგან თავი უნდა შეეკავებინა. მით უმეტეს ამ კაცმა წაგიყვანა. თუმცა თვითონ ამბობს სპარტაკმა თვითონ შემამჩნიაო.
odala
23 დეკემბერი 2016 22:53
0
როცა რეზო გვერდიტ უდგა დაავიცხდა ეგ დრო ანანიზეს? უკვე ანანიზე ცუდატ მოიქცა ეს რო დაცერა
kvara qutaisi
23 დეკემბერი 2016 22:48
0
სულაქველიძეზეც გამიგია ფეხბურთელებს წილში უჯდებაო, ალბათ ფეხბურთის სამყაროში მოსული ამბავია!!!
saakadze
23 დეკემბერი 2016 21:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული