სავარაუდო ტრანსფერი: მათე ცინცაძე შჩეცინის "პოგონის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
თუ სასწაული არ მოხდა, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 21 წლის ნახევარმცველი მათე ცინცაძე ახალი წლიდან პოლონეთის ჩემპიონატის მეშვიდეადგილოსან შჩეცინის "პოგონის" ღირსებას დაიცავს.

"ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მოლაპარაკების პროცესში პროგრესი გვაქვს", - თქვა პოლონური კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაცეი სტოლიარჩიკმა.

ამ ინფორმაციას ადასტურებს "ტრანსფერმარკტიც". იქ წერია, რომ მომავალი წლიდან მათე სწორედ "პოგონის" ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდა საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლადო დვალიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული