დეკემბრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ქართველ ლეგიონერთა გარკვეულ ნაწილს აღარ უთამაშია, ამ თვეში ქართული გოლები არ მოგვკლებია, რაც ლევან მჭედლიძის, ნიკა კაჭარავასა და გიორგი ქვილითაიას დამსახურებაა. ამ სამმა ლეგიონერმა ჯამში 10 გოლი გაიტანა დეკემბერში.

საიტის რედაქციამ თვის საუკეთესო ლეგიონერად ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია) დაასახელა, რომელმაც 12 ქულა მიიღო.

8 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ნიკა კაჭარავა ("ახნასი", კვიპროსი), ხოლო 3 ქულით მესამეზე გავიდა გიორგი ქვილითაია ("რაპიდი", ავსტრია).

1 ქულა მიიღო ვაკო ყაზაიშვილმაც ("ლეგია"), სხვა ნომინანტები (ჯაბა კანკავა, დავით ჯანელიძე, გიორგი ლორია, სანდრო კობახიძე) კი უქულოდ დარჩნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული