"სუმგაითის" აკადემიაში ქართველი სპეციალისტი ვასილ ჭეიშვილი იმუშავებს

AutoSharing Option
"სუმგაითის" აკადემიაში ქართველი სპეციალისტი ვასილ ჭეიშვილი მიიწვიეს. 11 წელია, რაც ის აზერბაიჯანში საქმიანობს.

ჭეიშვილს საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის კარგი მწვრთნელის სახელი ჰქონდა, ერთი ხანობა კი უმაღლესი ლიგის ოდინდელ ბინადარ თბილისის "სპარტაკსაც" ავარჯიშებდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამოჩნდნენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა თენგიზ ჩიკვილაძე, კახა ალადაშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, გრიგოლ დოლიძე და დავით ბოლქვაძე.

"სუმგაითის" საფეხბურთო აკადემიაში ახლახან ფიზმომზადების მწვრთნელად დავინიშნე. წლებია მიცნობენ და დეკემბერში რამდენიმე შემოთავაზება მქონდა. საბოლოოდ, ამ აკადემიასთან თანამშრომლობა გადავწყვიტე.

საქართველოში დაბრუნება და სკოლის დაფუძნება მსურდა, მაგრამ ჯერ აქ ფეხბურთისთვის სასურველი
პირობები არ არის. მე კი ოჯახი მყავს და დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოში ჩამოსვლას ვერ ვახერხებ", - ამბობს ჭეიშვილი.

ის გველაპარაკა, რა პირობებია ერთ-ერთ რიგით აზერბაიჯანულ საფეხბურთო აკადემიაში:

"ვერ ვიტყვი, რომ "სუმგაითის" აკადემიას აზერბაიჯანში საუკეთესო პირობები აქვს, მაგალითად, "გაბალას" მსგავსი. აქვთ ორი მოედანი, მაგრამ დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზმომზადებას და სამედიცინო მომსახურებას. ამიტომაც არ გამკვირვებია, აზერბაიჯანელმა 16-წლამდელებმა ჩვენებს მეორე შეხვედრა რომ მოუგეს.

აქ ფეხბურთში საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, ლიცენზირებას დიდ ყურადღებას აქცევენ და ნელ-ნელა შედეგსაც იმკიან. მთავარი ისაა, რომ პრემიერლიგის ყველა გუნდს საკუთარი საფეხბურთო სკოლა აქვს, სადაც დიდი მუშაობა მიდის და ამიტომ არის, წამყვან კლუბებში სულ უფრო მეტ აზერბაიჯანელ ფეხბურთელს რომ აწინაურებენ და ასაკობრივი ნაკრებებიც პროგრესირებენ".

საქართველოში ფიზმომზადების სპეციალისტების სერიოზული დეფიციტია. ამის ფონზე საწყენია, რომ ჭეიშვილის დარი მცოდნე ხალხი უცხოეთში გარბის. არადა, ამაში მას ვერავინ გაამტყუნებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებეი ვასიკოს, ძალიან გული მწყდება მსგავსი გამორჩეული ტრენერები და პროფესიონალები საქართველოში რომ არ მუშობენ. დარწმუნებული ვარ ნებისმიერ საქართველოს უმაღლეს კლუბში შედეგს დადებდა მისი პროფესიონალიდან გამომდიანრე. წარმატებებეი იმედია მალე ვიხილავთ საქართველოს უმაღლეს ლიგაში.
giorgi. r
10:24 29-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული