გულნარა გაბელია საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა

AutoSharing Option
სასტუმრო "რუმს თბილისში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2016 მიმდინარეობს.

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ეროვნული ნაკრებისა და ყაზახური "ბიიკ-კაზიგურტის" წევრი გულნარა გაბელია დასახელდა. გაბელიამ წელს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაში ზღაპრული გოლი გაიტანა. გულნარამ სტუმრად იტალიურ "ვერონასთან" საპასუხო მატჩში, ბურთი კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია.

მანამდე  კი პირველ მატჩში გაბელიას გუნდმა შინ ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა, ქართველმა კი დუბლი მიითვალა და გუნდი ტურნირის 1/8-ფინალში გაიყვანა. გარდა ამისა, გაბელია ეროვნულ ნაკრებშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სპეციალური ანკეტების მეშვეობით ფედერაციამ გამოკითხვა
ჩაატარა. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა დაასახელეს.

- გულნარა გაბელიამ ჩემპიონთა ლიგაში "ვერონასთან" კუთხურიდან ჩაახვია [VIDEO]
-  ქართველმა ქალმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში "ვერონას" 2 გოლი გაუტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთი არ არის ქალების სპორტი,და საქმე!
გოგი ქუთაისელი
11:06 29-12-2016
0
წარმატებას ვუსურვებ გულნარას სპორტულ კარიერაში! კიდევ ბევრი გოლი გაეტანოს მოწინააღმდეგის კარში და გაეხარებინოს ქართველი გულშემატკივარი.
ლუკა
12:29 29-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული