სანდრო კობახიძისთვის ბრძოლაში "ზორიას" კონკურენტები გამოუჩნდნენ

AutoSharing Option
უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და პოლტავის "ვორსკლას" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უახლოეს მომავალში უკრაინაში ჩავა, რათა თავისი მომავალი კლუბის საკითხი გადაწყვიტოს.

როგორც zarya.lg.ua იტყობინება, ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით არამხოლოდ ლუგანსკის "ზორიაა" დაინტერესებული, რომლის შესახებაც ინფორმაცია ადრევე გავრცელდა. ახლა კი ირკვევა, რომ სანდროს გადაბირებით უკრაინის პრემიერლიგის სხვა კლუბიცაა დაინტერესებული და ასევე - ერთი აღმოსავლეთევროპული კლუბი.

თავად 29 წლის ქართველ ლეგიონერს უკრაინაში დარჩენა სურს, სადაც 2008 წლიდან გამოდის. მაშინ სანდრო დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" თბილისის "დინამოდან" გადავიდა.

ცოტა ხნის წინ სანდრო კობახიძემ ფინანსური პრობლემებისა და
დავალიანებების გამო "ვორსკლას" დატოვების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე კლუბის ვარიანტს განიხილავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული