გიორგი არაბიძე პაულუ ფონსეკას "შახტარის" მთავარი გუნდის შეკრებაზე მიჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფორვარდი გიორგი არაბიძე იანვარში შეკრებაზე უკრაინული კლუბის მთავარ გუნდთან ერთად გაემგზავრება. ამის შესახებ უკრაინული მედია ფეხბურთელის წარმომადგენელ მიხეილ მეტრეველზე დაყრდნობით იუწყება.

"სეზონის პირველ ნაწილში "შახტარის" დუბლებში (U21) გატანილმა 10-მა გოლმა და 5-მა საგოლე პასმა პაულუ ფონსეკას საბაბი მისცა საიმისოდ, რომ 18 წლის არაბიძე ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე წაეყვანა, რომელიც 14-22 იანვარს იგეგმება", - დაწერა მეტრეველმა Facebook-ში თავის გვერდზე.

ახალგაზრდა თავდამსხმელის პირველ გუნდში მიწვევა, შესაძლოა, "შახტარის" თავდასხმის ხაზში ფორვარდების დეფიციტსაც უკავშირდება. ზამთარში გუნდი ევგენი სელეზნიოვმა და
ედუარდომ
დატოვეს და ამჟამად პაულუ ფონსეკას განკარგულებაში მხოლოდ ფეკუნდო ფერეირა და ანდრეი ბორიაჩუკი რჩებიან, - წერს sportarena.com.

რაც შეეხება გიორგი არაბიძეს, 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებულ 17 მატჩში თავი 10 გოლით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული