უკრაინული მედია: სანდრო კობახიძე თურქულ "სივასფორში" გადავიდა

AutoSharing Option
უკრაინული მედია თურქულ TFF Birinci Lig-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს ნაკრებისა და პოლტავის "ვორსკლას" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე თურქულ კლუბ "სივასფორში" გადავიდა. წყარო გარიგების დეტალებზე არაფერს იუწყება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მეორე ლიგის კლუბის მხრიდან 29 წლის ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესსა და კლუბებს შორის არსებულ წინასწარ შეთანხმებაზე პირველად რამდენიმე დღის წინ დაიწერა, თუმცა მოგვიანებით "ვორსკლამ" ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

"სივასფორი" თურქეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერს სულ 3 ქულით ჩამორჩება. "სივასფორი" მიზნად სუპერლიგაში აღზევებას ისახავს, რომლის საგზურს ჩემპიონატის
ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ იღებს, მესამეადგილოსანი კი - პლეი ოფის გზით.

შეგახსენებთ, რომ სანდრო უკრაინაში 2008 წლიდან თამაშობდა, სადაც "დნიპროს", "კრივბასის", "არსენალის", "ვოლინისა" და "ვორსკლას" ღირსებას იცავდა. პოლტავურ კლუბში, სადაც ის გასულ ზაფხულს გადავიდა, ფინანსური პრობლემები შეიქმნა და კობახიძეც მის დატოვებას არ გამორიცხავდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაბანძებულა მთლად.
status quo
13:53 06-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული