"ადრეც ვთქვი, რომ "ორენბურგში" ორივე მოემზადება. რუსულმა გუნდმა პირველი შეკრება 10-დან 22 იანვრამდე ანთალიაში დაგეგმა. გეგეჭკორი და ლობჯანიძე გუნდს პირველივე დღეს შეუერთდებიან. ორენბურგელებმა მათ 10 იანვრის რეისზე ბილეთები უკვე შეუკვეთეს".
გეგეჭკორზე ადრეც ვწერდით და მას გულშემატკივარი კარგად იცნობს. ლობჯანიძეს რაც შეეხება, ის 24 წლისაა და
"რუსეთის პრემიერლიგის გუნდში ჩარიცხვის პერსპექტივა ძალიან სასიამოვნოა და ამ შანსისთვის რევაზ ჩელებაძის მადლიერი ვარ. ცხადია, ჯერ სინჯებზე მივდივართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეკრებაზე თავს გამოვიჩენ და კონტრაქტს გამიფორმებენ", - ამბობს 24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც პოლონურ ვარიანტსაც სთავაზობდნენ:
"ორენბურგის" გარდა, სხვა ვარიანტებიც მქონდა. თამაში პოლონურ კლუბშიც შემომთავაზეს. მენეჯერმა მითხრა, რომ "ლეგია" იყო დაინტერესებული. ამავე დროს, მითხრეს, რომ თბილისის "დინამოში" ჩემი აყვანა გროზნისაც სურდა. თუმცა, პირადად არ მილაპარაკია.
ფაქტია, რომ ამ დროისთვის "ორენბურგთან" მოლაპარაკებები დასრულებულია და ამიტომაც ვამჯობინე რუსული ვარიანტი. იქაური პრემიერლიგა მაღალი დონის ტურნირია და ფეხბურთელს წინსვლის დიდი შანსი აქვს".
თავდამსხმელი ბათუმის "დინამოს" წლევანდელ წარმატებაზეც გველაპარაკა:
"ქობულეთის ხელოვნურ საფარზე ვარჯიში და ყოველდღე აქეთ-იქით ორსაათიან მგზავრობაში კარგი არაფერი იყო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება ჩვეულებრივზე დიდი წარმატება იყო. მიხარია, რომ კარგ გუნდში მოვხვდი, სადაც მეგობრული გარემო დამხვდა - პრობლემების მიუხედავად, მესამე ადგილზე ამიტომაც გავედით".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
2. და ამ და მსგავსი ფულებიდან სახელმწიფო გადასახადს თუ იხდი?