შეგახსენებთ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირმა და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა "სამტრედიას" ლიდერმა "ლელოს" უთხრა, რომ მოლაპარაკებები პოლონური ექსტრაკლასას ბინადარ "არკასა" და პორტუგალიური პრიმეირა ლიგის კლუბ "ტონდელასთან" ჰქონდა.
"რეალურად, სწორედ "არკასა" და "ტონდელას" ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ. უფრო პოლონური ვარიანტისკენ ვიხრებოდი. მაგრამ საბოლოოდ, უცნაური რამ მოხდა - აღმოჩნდა, რომ "არკას" მიერ მოლაპარაკების დასაწყისში დასახელებული პირობები კონტრაქტში ჩაწერილისგან განსხვავდებოდა, გაცილებით უარესი იყო და მასზე უარი ვთქვი.
პორტუგალიური ვარიანტი ისევ რეალურია. მაგრამ სხვა წინადადებებსაც ველოდები.
საწყენია, რომ ქართული ფეხბურთის კატასტროფულად დაცემული რეიტინგისა და იმიჯის გამო, 22 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი ისევ გაურკვევლობაშია და უცხოეთში წასვლა საეჭვო გაუხდა. თუმცა, ზივზივაძე იმედს არ კარგავს და დარწმუნებულია, რომ ევროპიდან საინტერესო წინადადება გამოჩნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Vasili
giorgi
grisha
ყველანი მართალი ხართ ბიჭებო.
ვიღაცეებს ჰგონიათ რომ ჩვენ სხვისი ან ქილიკი გვიხარია ან გაკიცხვა.მაგრამ ეს მათი გადასიცხული ტვინის ამბავია.
შევხედოთ რა ხდება.
ფუნქციონალურად მეტ-ნაკლებად გამართული გუნდიდან რომელმაც 1,5 სეზონში 2 ტიტული მოიპოვა, "გარბის" წლის საუკეთესო ბომბარდირი და საუეკთესო ფეხბურთელი ლიგის. რას ფიქრობ ევროპა ამ დროს? მერწმუნეთ რომ კარგს არაფერს, და მით უფრო უცრუვდება გული ქართულ ფეხბურთზე.
მაგრამ ამ დროს საერთოდ არაფერზე ფიქრობს ფედერაცია რომელიც არ ზრუნავს იმაზე რომ ასეთი შემთხვევბი არ იყოს, რომ ფეხბურთელს მორალური ვალდებულებაც ჰქონდეს კლუბის და ქვეყნის წინაშე.
როცა ასეთ საკითხზე არ მუშაობს არც კლუბი,არც ფედერაცია, იქ ფეხბურთის მომავალზე საუბარი ზედმეტია.
ამიტომაც დარწმუნებული ვარ რომ თუ ეს პროცესები სასწრაფოდ არ შეჩერდა ამ წლის ჩემპიონატი იქნება უცუდესი როგორც ხარისხით ასევე შედეგებით.