მოგეხსენებათ, ყენია ზაფხულის შემდეგ ტრავმირებულია. ის ევროპალიგის პლეი ოფის მატჩის წინ დაშავდა, რომელშიც "სლავია" ბელგიურ "ანდერლეხტს" ხვდებოდა. მას მერე ყენია მკურნალობს და ვერ ეხმარება "სლავიას" ჩეხეთის ჩემპიონატის მატჩებში და, გარდა ამისა, ეროვნული ნაკრების შეხვედრებიც გამოტოვა.
გუშინ "ლელო" ყენიას შეეხმიანა და ხსენებულ ინფორმაციაზე კომენტარი სთხოვა:
"ამის თაობაზე არაფერი მსმენია, ყოველ შემთხვევაში, კლუბს ჩემთვის არაფერი უთქვამს", - გვითხრა ყენიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი