08:28 23-09-2010
ქალ ფეხბურთელთა კიდევ ერთი გამარჯვება მილანში
AutoSharing Option
21-წლამდელ ქალ ფეხბურთელთა შორის ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი - "მილედი ქაფ" შარშან ზუგდიდის "ბაიამ" მოიგო, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ნაჭყებიაა. ამ გათამაშებაში ქართულმა გუნდმა წლეულსაც იასპარეზა. ამჯერად, საქართველო თბილისის "ნორჩმა დინამოელმა" წარადგინა, რომელსაც თეიმურაზ სვანაძე წვრთნის. საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნინო სორდიას ინფორმაციით, "მილედი ქაფ 2010-ის" გადამწყვეტ მატჩში "ნორჩმა დინამოელმა" 3:1 დაამარცხა "ატლეტიკო მილანი" და ტურნირის გამარჯვებული გახდა. გოლები ლელა ჭიჭინაძემ (2) და გვანცა დოლიძემ გაიტანეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული