ქართველი გოგონების ფეხბურთი - 0:29!

AutoSharing Option
ჩვენმა 17-წლამდელ ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. იგივე ასაკის გოგონებმა კი "შეუძლებელი შეძლეს" - სამ მატჩში 29 გაშვებულ ბურთს, ვერცერთი გატანილით უპასუხეს. რა თქმა უნდა, ჩვენმა 17-წლამდელ გოგონების ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი გერონტი ნაჭყებიაა, სამივე მატჩი წააგო. თუმცა, წაგებაც არის დ წაგებაც...

ჩვენი ჯგუფის მატჩებს ჰოლანდიამ უმასპინძლა. სასტარტო შეხვედრაში ჩვენმა გოგონებმა ესპანელ თანატოლებთან 0:13 წააგეს. ჯგუფის მასპინძლებმა ესპანელებს აჯობეს და ჰოლანდიამ 14:0 მოგვიგო. ჩვენმა გუნდმა დასკვნითი შეხვედრა წინა მატჩებზე უკეთ ჩაატარა და ბელარუსთან
მხოლოდ ორი მშრალი ბურთით წააგო. საბოლოო ჯამში, ჯგუფში უკანასკნელ ადგილს დაჯერდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგოები წადით კუხნა დაალაგეთ
მირიანი
28 ოქტომბერი 2010 09:50
0
კაცები ხო გლიჯავთ რა ყველაფერს :)))))))
maiko
27 ოქტომბერი 2010 17:07
0
მართლა რო ყ ვ ე ლ ა ფ ე რ შ ი !
აუ 13_ით ან 14_ით ნოლი რა ამბავია!!! სულ რო არ გამოსულიყვნენ მოედაზე უფრო ცოტას გაგვიტანდნენ :(((

კარგი გოგოებო არა უშავს. ალბათ ნელ ნელა გამოსწორდებით აბა რა იქნება ...
PAATA
27 ოქტომბერი 2010 13:53
0
ეს ჩვენი ქლაები ხომ ყველაფერში მკვდრები არიან
davit
27 ოქტომბერი 2010 12:42
0

სიახლეები პოპულარული