ევრო 2017. წინასწარი ეტაპი: საქართველოს ქალთა ნაკრები პირველ ადგილზეა!

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა წარმატებით დაძლია ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის წინასწარი ეტაპი და საკვალიფიკაციო რაუნდში თამაში დაიბევა.

ბოლო ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა უსუსტეს ანდორას 7:0 მოუგო და პირველი ადგილი მოიპოვა.

ანდორასთან შეხვედრამდე ჩვენებმა ჯერ ფარერების ნაკრებს სძლიეს (2:0), შემდეგ კი მალტასთან დამარცხდნენ (1:2). საბოლოოდ, ქართველების მსგავსად, მალტისა და ფარერის კუნძულების ნაკრებებმაც 6-6 ქულა მოაგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით პირველ ადგილზე თამაზ კოსტავას გუნდი გავიდა.

ანდორას წინააღმდეგ კოსტავამ ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ათამაშა: ჭკუასელი (ნადირაშვილი 70), პასიკაშვილი, თოდაძე, მატვეევა, ჭყონია, ჭიჭინაძე
(კვალიაშვილი 46), ხველიძე (შენგელია 46), ჩემინავა, ზახაიძე, ტატუაშვილი, სუთიძე.

გოლები გაიტანეს: ჭყონია (4), მატვეევა (2), ჭიჭინაძე.

შესარჩევი ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შემდეგ პლეი ოფია. ევროპის ჩემპიონატს კი 2017 წლის აგვისტოში ჰოლანდია უმასპინძლებს.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გოგოებო, წარმატებები!:)
გიგლია
12:12 11-04-2015
0

სიახლეები პოპულარული