საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები დღეს იტალიაში მიემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები, იტალიაში,გამგზავრებამდე, დღეს თბილისში, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ბოლო ვარჯიშს გამართავს.

თამაზ კოსტავას გუნდი "ევრო 2017"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის პირველი შეხვდრაში იტალიის ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ლა სპესიაში დაუპირისპირდება. იტალიელთა მწვრთნელის ანტონიო კაბრინის გუნდი შეკრებას 9 სექტემბრიდან შეუდგა. შეხვედრა, იტალიაში ადგილობრივი დროით 18:30
დაიწყება.

ქართველი გოგონები კი ოფიციალურ შეკრებაზე 11 სექტემბრიდან იმყოფებიან, ამ მომენტში მწვრთნელის განკარგულებაში 18 ფეხბურთელია.

მეკარეები: თამარ ნადირაშვილი და თეონა სუხაშვილი
მცველები: თამარ ტატუაშვილი, ნინო სუთიძე, ანა ზაქაიძე, სალომე ხუბულური, ნათია სხირტლაძე,
ნინო კოჭლამაზაშვილი
ნახევარმცველები: ტატა მატვეევა, ნინო პასიკაშვილი, თეონა თოდაძე, ანა ჩემინავა, ანა პოღოსიანი, ანა სინატიშვილი
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე, გულნარა გაბელია, ხატია ჭყონია.

საქართველოს ნაკრები იტალიაში დღეს გვიან ღამით მიემგზავრება.

ქართული მედიისთვის დღეს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში ღიაა.

22 სექტემბერს კი, ქართველ გოგონებს უკვე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უწევთ "ევრო 2017"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორე შეხვედრის გამართვა. ამ დღეს, ქართველი გოგონების მეტოქეები ჩეხები იქნებიან.

საქართველოსა და ჩეხეთის ქალთა ეროვნული ნაკრებებეის შეხვედრა 22 სექტემბერს 19:00 დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული