საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთთან წააგო

AutoSharing Option
22 სექტემბერს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩეხეთს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

44-ე წუთზე მსაჯთან კამათისთვის საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტატიანა მატვეევა გააძევეს.

მეორე ტაიმში ჩეხებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს, ჰეთ თრიკი შეასრულა ლუსი ვონკოვამ.

საქართველოს ნაკრები მე-6 საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა იტალიასთან, ჩეხეთთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და შვეიცარიასთან ერთად.

I ტურში საქართველოს ნაკრები იტალიას ესტუმრა და 1:6 განადგურდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქალთა ფეხბურთის ნაკრებს მხოლოდ უეფას ვალდებულების გულისთვის თუ ინარჩუნებს ფედერაცია სულ ასეთი ცუდი შედეგი გვექნება. ქალთა ჩემპიონატი და გოგონების ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, თუნდაც სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების გუნდების დონეზე, სანამ პროფესიულ ლიგას შევქმნით.
ლუკა
07:35 23-09-2015
0

სიახლეები პოპულარული