დღეს საქართველოს ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფას ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ საშინაო მატჩს გამართავს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება. მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალია.

თამაზ კოსტავას გუნდი თბილისში, შემდეგი შემადგენლობით ემზადებოდა:

მეკარეები: თამარ ნადირაშვილი ("ჟალგირისი", ლიტვა), თეონა სუხაშვილი ("ეგრისი", საქართველო)
მცველები: ანა ზაქაიძე, ნათია სხირტლაძე, ნინო კოჭლამაზაშვილი, სალომე ხუბულური, თინათინ თევდორაძე (ყველა "იბერია სტარი", საქართველო), ნინო სუთიძე ("კონაკ ბელედისპორი", თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლა)
ნახევარმცველები: ანა ჩემინავა ("ჟალგირისი", ლიტვა), ნინო პასიკაშვილი
("ადანა", თურქეთი), თეონა თოდაძე ("სამსუნ აპ სპორი", თურქეთი), ანა მახარაძე ("ეკომეტ-90", ბულგარეთი), თამთა შენგელია (ქუთაისის სპორტული სკოლა), მარიამ დანელია (35-ე სკოლა)
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე ("ადანა", თურქეთი), თათია დუმბაძე ("იგლზი", კალიფორნია, აშშ), თამრიკო კვალიაშვილი ("იბერია სტარი", საქართველო)

საქართველოს ქალთა ნაკრებს ევრო 2017-ის შესარჩევ ჯგუფში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ ქულა არ აქვს. ქართველმა გოგონებმა პირველი შეხვედრა სტუმრად იტალიელებთან 1:6 დათმეს, ჩეხეთთან კი შინ 0:3 წააგეს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუუუქმეთ ქალთა ნაკრები სანამ საბოლოვოდ მოგვეჭრა თავი...
zura kiknavelidze
13:26 24-10-2015
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული