ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა

AutoSharing Option
"სამტრედიის" ფიზმომზადების მწვრთნელმა თემურ ლორთქიფანიძემ გაზეთ "ლელოს" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სპეციალისტმა, რომელსაც ცნობილ საფეხბურთო სკოლებში უმუშავია და ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებიც გაუზრდია, გიორგი ქინქლაძის ბავშვობის წლები გაიხსენა...

Sportall.Ge"...1973 წელს დაბადებულები ჩამაბარეს. "ნორჩ დინამოში" ამ ასაკის 4 გუნდი იყო. თავიდან სულ 6 ბავშვი დამხვდა. დავიწყე მათი ძებნა. ერთმა მითხრა, დიდუბეში მაგარი ბიჭია, მაგრამ დედამისმა ცეკვაზე, სუხიშვილების სტუდიაში გადაიყვანაო. მოიყვანეთ-მეთქი.

ვნახე და გავოგნდი - ბურთს "ღეჭავდა". ეს ბიჭი გიო ქინქლაძე აღმოჩნდა...

მამამისი მაშინ რუსეთში საქმიანობდა და დედების ამბავი ხომ იცით? -
შვილის ცეკვაზე შეყვანა ურჩევნიათ. ქალბატონ ხათუნას ვთხოვე - სამი დღე ჩემთან იაროს, სამი დღე - ცეკვაზე-მეთქი. დამთანხმდა და გუნდის შენება დავიწყე...

ზარმაცი?! ვინ გითხრათ?! იცით, როგორი შრომისმოყვარე და მონდომებული იყო? სხვათა შორის, ერთხელ 4 წლით უფროსებს შევხვდით, სადაც მამუკა აფციაური და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები თამაშობდნენ და უნდა გენახათ, დიდებს რას უშვებოდა. ეტყობოდა, რომ დიდი ტალანტი იყო...", - იხსენებს ბატონი თემური.

თემურ ლორთქიფანიძესთან სრულ ინტერვიუს SPORTALL.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 21 /
შრომისმოყვარე იყო ფულის შოვნამდე....მერე დაემართა "ქართველი". უდიდესი ნიჭი რომ ჰქონდა არავინ უარყოფს, მე პირადად მის თამაშებზე ხანდახან მარტოც მივსულვარ,ვერავის რომ ვერ ავიყოლიებდი, მაშინ 17 წლისა იყო და "მრეტებ" ში თამაშობდა, მაგარი ტანდემი ყავდა "მრეტებ"ს-ტყავაძე - ქინქლაძე და კონცერტებს დგამდნენ ხოლმე, მარტო ამ ორმა ერთ სეზონში 100 ზე ბევრად მეტი გოლი გაიტანა (მართალია საქართველოში,მაგრამ სადაც გინდა წადი 100 გოლის გატანას თავი უნდა), ეს ბევრს ახსოვს და დამეთანხმება
g.v.g.
14 აგვისტო 2017 12:58
1
თვე არ გავა არ დაიდოს სტატია რა მაგარი იყო ქინქლაძე, არ მოგბეზრდათ? გავიგეთ ბატონო რომ მსოფლიოში უდიდესი ტალანტი იყო და ოცდაშვიდჯერ, არა ოცდარვაჯერ მაგარი ფინტი გააკეთა მაგრამ ამოვიდა ყელში რა
kote
03 თებერვალი 2017 15:04
2
ისე მეგობრებო მართლა ზედმეტად ვაქებთ კაცს რომელმაც ნიჭი გაფლანგა და ამის გამო ნაკრები ბევრჯერ დააღალატა თავისი უპასუხისმგებლობით. ჩემი აზრით უფრო მეტი უნდა გავიხსენოთ კობიზე, კალაძეზე, ქეცბაიაზე და ასეთ ხალხზე და არა ქინქლაძეზე.
kika
03 თებერვალი 2017 19:52
8
ზაზა ფაჩულია უნდა იყოს ყველა ქართველი სპორტსმენისთვის მისაბაძი მაგალითი.
irakli
03 თებერვალი 2017 09:57
0
ბატონო თემურ, გეთანხმებით, პატარა გიო ქინქლაძე არ იყო ზარმაცი და მუდამ ცდილობდა უფროსი ასაკი ბიჭებთან გამოეჩინა თავი. მისი არხეინი დამოკიდებულება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფული გაუჩნდა და იმით კმაყოფილდებოდა, რომ მაღალი ხელფასი(მაშინდელ საქართველოში ძალიან მაღალი) ქონდა. თავს აღარც ვარჯიშზე იწუხებდა და "უჯიგროდ" თამაშობდა. ეს ფაქტია და ტყუილად ნუ იკამათებთ.
ნიკოლოზი
02 თებერვალი 2017 20:18
0
ხო განადიდეთ, გააიდიალეთ ეს უსაქმური და თავისი ტალანტის დამღუპელი ფეხბურთელი
ჯონდო
02 თებერვალი 2017 17:45
0
ცოტა ხნის წინ მანჩესტერში მომიწია ჩასვლა, პაბში შევედი და ადგილობრივი გამომელაპარაკა. რომ გაიგო ქართველი ვიყავი პირველი ქეცბაია გაახსენდა ემოციური იყო ძაანო (ეს რატომღაც ევერტონის ფანი იყო). ქინქლაძეზე რომ ვკითხე დამცინა ეგ რანაირი ფეხბურთელი იყო ყველას ზარმაც და ნარკომანად გვახსოვსო. არც ვიცოდი ეგეც თუ ქართველი იყოო. ძალიან მეწყინა. სამაგიეროდ შოტლანშიაში მარტო არველაძის გამო სამ სხვადასხვა პაბში უფასოდ დამალევინეს ლუდი ისე უყვართ.
ilia
03 თებერვალი 2017 03:06
1
თუ ზარმაცი არ იყო მაშინ სულელი გამოდის. სულელი კი ნამდვილად არ იყო . ზარმაცი და რატომღაც უმოტივაციო იყო. არა და ბარსა მისთვის უცხო არ იქნებოდა
გრიშა
02 თებერვალი 2017 19:36
1
კაცი თვითონ ამბობს, ნაკრების თამაშებზე რამის 1 კვირის უვარჯიშებელი ჩამოვდიოდიო.მაგაზე რა უნდა ვიფიქრო, არ ვიცი. მეტის მიღწევა ნამდვილად შეეძლო
333
03 თებერვალი 2017 01:26
1
ზარმაცი იყო აბა რა იყო
giga
02 თებერვალი 2017 17:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული