სამაგალითო სტრატეგია: მარტვილში საფეხბურთო ცენტრი შენდება

AutoSharing Option
მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში, ჯესი სურმავას ინიციატივით, თანამედროვე საფეხბურთო სკოლა შენდება, რომელიც სამეგრელოს მასშტაბით უპრეცედენტოა და, დიდი ალბათობით, რეგიონის ცენტრი შეიძლება გახდეს.

მისი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 2016 წლის ნოემბერში დაიწყო, დასრულება კი 2017 წლის მაისში იგეგმება. პროექტის ღირებულება 729 ათასი ლარია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ხოლო სამუშაოებს კომპანია "გილმარი 2" ასრულებს, რომელმაც პროექტის 30 პროცენტი უკვე განახორციელა.

ჩანაფიქრის თანახმად, მარტვილის საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებს 2017 წლის ზაფხულში საშუალება ექნებათ, კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ, ისწავლონ და იცხოვრონ.

ორი აზრი არ
არის, რომ ეს არის მაგალითი, თუ როგორი სტრატეგია შეიძლება აირჩიოს მუნიციპალიტეტმა მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად.

სამუშაოს მიმდინარეობას გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია. პროექტის მიმდინარეობაზე მათ დეტალური ინფორმაცია საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ჯესი სურმავამ გააცნო.

"მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს შორის ეს პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასთან, სპორტის სამინისტროსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ეტაპობრივად, მრავალწლიანი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

საფეხბურთო სკოლა ძველი კოლმეურნეობის შენობის ბაზაზე მოეწყობა. ის 2015 წელს კაპიტალურად გადაიხურა, რისთვისაც 183 ათასი ლარი ადგილობრივმა ბიუჯეტმა გამოჰყო. შემდეგ სხვა სამუშაოები დაიწყო.

პროექტის დასრულების შემდეგ საფეხბურთო სკოლაში იქნება კვების ბლოკი, სავარჯიშო, საცხოვრებელი და საკონფერენციო ოთახები, კეთილმოწყობილი ეზო... ყველაფერი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იქნება. ბავშვები იდეალურ პირობებში იცხოვრებენ და ივარჯიშებენ. მიმაჩნია, რომ საბოლოოდ ეს ბაზა მარტვილში სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს", - ამბობს ჯესი სურმავა.

პირველ ეტაპზე, მარტვილელები შენობის გვერდით მდებარე ერთი საფეხბურთო მოედნის მოწყობას სფფ-ისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტების ეგიდით გეგმავდნენ. სურმავა განმარტავს:

"ჩანაფიქრი მოულოდნელად შეიცვალა. მარტვილში ჩამოსულმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გვითხრა, რომ ძალიან ცუდი იქნებოდა, რეკონსტრუქციის დასრულებისთანავე შენობასთან საფეხბურთო მოედანი თუ არ მოეწყობოდა. მან თავის სამსახურებს იქვე დაავალა ამ საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარება, რათა სკოლამ სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
Yochag Jesi dzmao warmatebebs gisurveb, magari saqmea da dz gamixarda.
buka
16 თებერვალი 2017 16:44
0
მე თვითონ არ ვარ მარტვილიდან,წალენჯიხელი ვარ მაგრამ ვიცი რომ მარტვილელი მეგრელები საქმისადმი დამოკიდებულების მხრივ სულ სხვანაირი მეგრელები არიან,ისინი დანარჩენი მეგრელებისგან განსხვავებით ყველა სფეროსი საქმეს პროფესიონალურად უდგებიან მე ეს ვიცი, ენაცვალე ჯიგარში
ბაჩო გ
16 თებერვალი 2017 00:56
0
ეს მრავალწლიანი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია
mm.ss.gg
16 თებერვალი 2017 00:07
0
ძალიან გამიხარდა მშვენიგერია.ასე გვერდში დგომით და საქმით ხომ შეიძლება დანარჩენ რეგიონებშიც მს გავსი პროექტების გაკეთება.მთავარი მონდომებაა.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!!!
კახა ქირია
15 თებერვალი 2017 22:22
0
ეს არის საქმის მიმართ პროფესიონალური დამოკიდებულების შედეგი. მინიმუმ ასეთი დონის ბაზის აშენება და შენახვა თავისუფლად შეუძლია საქართველოს 30 მუნიციპალიტეტს მაინც, უბრალოდ ჯესისნაირი საქმიანი და შრომისმოყვარე ხალხია საჭირო...
ბობ
15 თებერვალი 2017 19:19
0
კარგია, უფალი იყოს თქვენი მფარველი და წარმატებით დაგამთავრებინოთ ეს მართლაც საშვილიშვილო საქმე. ამ კარგ წაამოეყებას, თუ სხვა რეგიონებიც მიბაძავენ ძალიან კარგი ინება. გაიხარეთ.
gizog
15 თებერვალი 2017 16:27
0
ყოჩაღ!!! კარგი საქმეა...
L.E.S
15 თებერვალი 2017 14:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული