ზესტაფონის სტადიონი საევროპოდ შეათვალიერეს

AutoSharing Option
ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის განყოფილების წევრები - იმერეთში მათი სტუმრობის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურისა და მინდვრის საფარის სადღეისო მდგომარეობის გაცნობა და შეფასება იყო. ამის შესახებ იმერული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ბაქარ ჟორდანიამ და სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების სპეციალისტმა თამარ ასათიანმა განახორციელეს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ინსპექტირება უეფას საკლუბო ტურნირების მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით.

სტუმრებმა დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონისა და მისი ყველა სათავსის მონახულების, არენაზე
არსებული მდგომარეობის დეტალურად გაცნობის შემდეგ შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შეფასდება სტადიონზე არსებული მდგომარეობა.

დიდია შანსი, სულ მცირე, ერთმა ქართულმა კლუბმა ევრომეტოქეს ზესტაფონში უმასპინძლოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი ჩიხურა რომაა ვიცით
ჩიხურა
12:19 24-02-2017
0
ოთიხვე კლუბი ევროპალიგებისა დასავლეთ საქართველოდანაა, ეგაა რომ სამტრედია ჩემპიონთა ლიგაზე უფრო გვიან იწყებს, ტორპედომ იქნებ საკუთარ მოედანზე ითამაშოს, ჩიხურამ კიდევ ზესტაფონში, ბათუმის დინამოსათვის უპრიანი იქნებოდა თბილისში ლოკომოტივზე.
სამტრედიას კი ან მოესწრება ახალი ტრიბუნები და საფარი ან არადა დინამოს სტადიონზე ითამაშებს ჩემპიონთა ლიგას.
Jango
13:45 24-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული