შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ტორპედოელებმა მე-17 წუთზე შეძლეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი გიორგი გურულმა თავით "სამტრედიის" კარში გადაგზავნა და თავისი გუნდი დაააწინაურა.
სამტრედიელებმა გათაბრება 28-ე წუთზე მოახერხეს დავით რაჟამაშვილის გოლით, თუმცა უფრო მეტად ბრალეულობა როინ კვასხვაძეს მიუძღვნის, რომელიც აშკარად შეცდა.
პირველ ტაიმში ტორპედოელებმა მეორე ბურთი გაიტანეს, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა მანამდე მომხდარი წესების დარღვევის გამო.
მეორე ტაიმში კი გოლი უკვე სამტრედიელებმა გაიტანეს. 58-ე წუთზე კვასხვაძე ისევ შეცდა და საბოლოოდ ბურთი
საბოლოოდ მატჩი "სამტრედიის" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა და გია ცეცაძის გუნდი სუპერთასის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ" პირველად მოიპოვა სუპერთასი.
მატჩის შემდგომი კომენტარები:
- გია ცეცაძე: რაც მეტი ასეთი თამაში იქნება ქართულ ფეხბურთში, მით უკეთესი
- "თუ რამე ნაკლი დაინახეთ, იცოდეთ, ეს ჩემი ბრალია და არა - ფეხბურთელების"
მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა"
სამტრედია-ტორპედო 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 გიორგი გურული (17), 1:1 დავით რაჟამაშვილი (28), 2:1 გიორგი ბერიაშვილი (58)
ძირითადი შემადგენლობები
სამტრედია: 12. ომარ მიგინეიშვილი, 4. ნიკა სანდოხაძე, 6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 8. თეიმურაზ მარკოზაშვილი, 11. გიორგი ბერიაშვილი, 14. დავით ჯიქია (71 გურამ სამუშია), 20. გიორგი ახალაძე, 21. ლაშა კასრაძე, 22. გიორგი მჭედლიშვილი, 26, გიორგი დათუნაიშვილი (კ)
მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე
ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 3. გურამ ადამაძე, 5. დავით ხურცილავა, 8. შოთა ბაბუნაშვილი (61 ნიკა საბანაძე), 9. თორნიკე კაპანაძე, 10. გიორგი კუხიანიძე, 13. ბიძინა მახარობლიძე, 17. გიორგი გურული, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 77. მერაბ გიგაური
მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
სათადარიგო სკამი
სამტრედია: 30. ნიკა დაუშვილი, 10. დავით ჩაგელიშვილი, 15. რუდოლფ სუხომლინოვი, 16. დავით მანჯგალაძე, 17. აკაკი ნინუა, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 77 გურამ სამუშია
ტორპედო: 1. მაქსიმე ქვილითაია, 2. ვაჟა ტაბატაძე, 4. ანრი ჭიჭინაძე, 6. ოლეგ მამასახლისი, 7. გაბრიელ საღრიშვილი, 11. ნიკოლოზ საბანაძე, 88. ბექა ტუღუში
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, ჯ. ხორვა, დ. სანოძე, შ. ქუხილავა
ჩემპიონებიც რომ ხდებოდნენ მაინც უკმაყოფილო იყვნენ.რატომ ჰქმნიან კლუბში და მის ირგვლივ ასეთ ჭარბად ნერვიულ,ემოციურ ფონს მაინც გაუგებარი რჩება დღემდის ფსიქოლოგიის მეცნიერთათვისაც კი.
ვინაც უკეთ ითამაშა იმან მოიგო. კარგად ირბძოლა ტორპედომ,ამას არავინ დამალავს, მაგრამ სამტრედიას მაინც თავისი კოზირები ჰქონდა, მეტი იღბალიც ჰქონდა.
რამდენი ცრემლი უნდა დაიღვაროის ახლა მუდმივად დაჩაგრულ ქუთაისლებსა და ტორპედოზე?
კარგით რა...
ბოლო -ბოლო ყველა პრიზ-ტიტულები იმერეთშია:
ჩემპიონი
ვიცე ჩემპიონი
თასის მფლობელი
სუპერთასის მფლობელი.
არც ეს გაწყნარებთ?