"სამტრედია" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
26 თებერვალს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ტორპედოელებმა მე-17 წუთზე შეძლეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი გიორგი გურულმა თავით "სამტრედიის" კარში გადაგზავნა და თავისი გუნდი დაააწინაურა.

სამტრედიელებმა გათაბრება 28-ე წუთზე მოახერხეს დავით რაჟამაშვილის გოლით, თუმცა უფრო მეტად ბრალეულობა როინ კვასხვაძეს მიუძღვნის, რომელიც აშკარად შეცდა.

პირველ ტაიმში ტორპედოელებმა მეორე ბურთი გაიტანეს, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა მანამდე მომხდარი წესების დარღვევის გამო.

მეორე ტაიმში კი გოლი უკვე სამტრედიელებმა გაიტანეს. 58-ე წუთზე კვასხვაძე ისევ შეცდა და საბოლოოდ ბურთი
კარში თავით გიორგი ბერიაშვილმა გადაგზავნა.

საბოლოოდ მატჩი "სამტრედიის" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა და გია ცეცაძის გუნდი სუპერთასის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ" პირველად მოიპოვა სუპერთასი.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
- გია ცეცაძე: რაც მეტი ასეთი თამაში იქნება ქართულ ფეხბურთში, მით უკეთესი
- "თუ რამე ნაკლი დაინახეთ, იცოდეთ, ეს ჩემი ბრალია და არა - ფეხბურთელების"

მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა"
სამტრედია-ტორპედო 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 გიორგი გურული (17), 1:1 დავით რაჟამაშვილი (28), 2:1 გიორგი ბერიაშვილი (58)

ძირითადი შემადგენლობები
სამტრედია: 12. ომარ მიგინეიშვილი, 4. ნიკა სანდოხაძე, 6. გიული მანჯგალაძე, 7. დავით რაჟამაშვილი, 8. თეიმურაზ მარკოზაშვილი, 11. გიორგი ბერიაშვილი, 14. დავით ჯიქია (71 გურამ სამუშია), 20. გიორგი ახალაძე, 21. ლაშა კასრაძე, 22. გიორგი მჭედლიშვილი, 26, გიორგი დათუნაიშვილი (კ)

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 3. გურამ ადამაძე, 5. დავით ხურცილავა, 8. შოთა ბაბუნაშვილი (61 ნიკა საბანაძე), 9. თორნიკე კაპანაძე, 10. გიორგი კუხიანიძე, 13. ბიძინა მახარობლიძე, 17. გიორგი გურული, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 77. მერაბ გიგაური

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

სათადარიგო სკამი
სამტრედია: 30. ნიკა დაუშვილი, 10. დავით ჩაგელიშვილი, 15. რუდოლფ სუხომლინოვი, 16. დავით მანჯგალაძე, 17. აკაკი ნინუა, 18. ჯემალ გოგიაშვილი, 77 გურამ სამუშია

ტორპედო: 1. მაქსიმე ქვილითაია, 2. ვაჟა ტაბატაძე, 4. ანრი ჭიჭინაძე, 6. ოლეგ მამასახლისი, 7. გაბრიელ საღრიშვილი, 11. ნიკოლოზ საბანაძე, 88. ბექა ტუღუში

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, ჯ. ხორვა, დ. სანოძე, შ. ქუხილავა
მკითხველის კომენტარები / 28 /
პირველ რიგში გილოცავთ სამტრედის გულშემატკივრებს. მე როგორც ნეიტრალური გულშემატკივარი ნამდვილად ვისიამოვნე. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად რაგღაცას მაინც ემსგავსება ჩვენი ჩემპიონატი.
beqa
26 თებერვალი 2017 22:09
0
КАРГИ ТАМАШИ ИКО МЕГОБРЕБО ТОРПЕДО КАРГИ ГУНДИА КАРГИ ЧЕМПИОНАТИ ГВЕЛИС САМТРЕДИА ВЕР АРИС ШЕТАМАШЕБУЛИ МИНДА МИУЛОЦО ОРИВЕ ГУНДС МЕ САМТРЕДИЕЛИ ВАР ДЗАЛИАН ГАМАХАРА МОГЕБАМ ГАЙХАРЕТ ШЕИДЗЛЕБА КАРТУЛИ ПЕХБУРТИ АГОРДЗИНДЕС! ГИЛОЦАВТ
эмзари
26 თებერვალი 2017 20:00
0
მსაჯი არაფერ შუაშია,ყველაფერი ჩხეტიანის ბრალია.ესაა შენი მომზადებული გუნდი ჩხეტიანო? თურქეთში ისვენებდით? ან სელექცია რას გავს? რაღ დროის კვასხვაძე (ძმა) და გიგაურია,თუ ფული ცოტა გქონდათ, არ დავისვენებდით თურქეთში და ამ ფულით უფრო ნორმალურ სელექციას ვაწარმოებდი.თუ მეტის თავი არ გაქვს, მაშინ გუნდს ნუ დაღუპავ.ამ თამაშით გუნდს მწვრთნელი რომ ყავს არ ეტყობა.
mamulo
26 თებერვალი 2017 19:45
0
ჩვენი ჩემპიონატის შემყურე მშვენიერი თამაში იყო,არც მსაჯობა და კომენტატორი იყო განსაკუთრებით მიკერძოვებული,მე მგონი ყინული დაიძრა,იმედია უფრო საინტერესო თამაშები იქნება ჩემპიონატში.
ტარასი
26 თებერვალი 2017 19:24
0
რა ითამაშა ტორპედომ აწვდიდნენ ბურტს უმისამართოდ ყველა მხრიდან და1 გოლიც სამტრეედიის მცველების ძალიან ბავშვურ შეცდომას მოყვა ის არაა ფეხბურთი ტორპედო,რომ ქაოსურად უტევდა .უტევდა ქაოსურად და ვარაუდზე მხოლოდ მეგენეიშვილმა რომ აიღო ის იყო გააზრებული შეტევააა და თუ ვიმსჯელებთ რომ სამტრედია შეუთამაშებელია განსაკუტრებით წინა ხაზში და ნელნელა მოუმათებენ ამ გარემოებებით ტორპედო ვერანაირ ასპეკტში ვერააა უკეთესი უბრალოდ დგეს ტორპედომ მაქს.პრესინგი ითამაშა ყველამ ჩადო მაქსიმუმი მაგრამ კლასი არ ეყოთ პს სამტრედია100 % კლასნი და ძლიერია
Giorgi
26 თებერვალი 2017 19:17
0
pirvel righi samtredias ulocau gamarjvebas .girseuli iko tu damsaxurebuli eg sxva saqmea.
erti kia samtredia xelovnur safarianze hinaurad tvlida tavs.torpedo bunebrivis gundia.
S.P
26 თებერვალი 2017 18:43
0
ჯერ ერთი სამტრედიამ დიდი დანაკლისი განიცადა ზივზივაძე, არაბული, შერგელაშვილი და პლიუს ცნობილაძე რო ყავდეს შარშანდელი შემადგენლობიდან უშანსოდ მოუგებდა ამ ტორპედოს, მაგრამ ამ შემადგენლობითაც მოიგო. მეორე გოლის მომენტში საგოლე პასამდე აშკარა ხელით თამაში იყო, რაც ტვ.პირველის აშკარად ტენდეციურმა კომენტატორმაც აღიარა შესვენების შემდეგ, იქნებ ის მომენტიც გაიხსენოთ ტორპედოს ფეხბურთელს კარისკენ მომავალი ბურთი ხელზე რო მოხვდა იქ პენალტის დადება ხომ არ შეიძლებოდა? ასე, რომ დაანებეთ თავი წაგების მსაჯებზე გადაბრალებას.
სამტრედიელი
26 თებერვალი 2017 18:20
0
ხელოვნურსაფარინზე ასეთი თამაში დადებითად უნდა ჩაითვალოს
CHEROELI
26 თებერვალი 2017 17:46
0
ვულოცავ სამტრედიის ფანებს გამარმოკლეთ ვუყურე თამაშს ძალიან დაბალი დონე ვართ სამწუხაროდ :D მარტო საქართველოში შეიძლება ღიპი ფეხბურთელს ქონდეს :D:D:D:
დააფინანსეთ შიდა ჩემპიონატი თორემ შედეგი არ გვექნება კიდე 50 წელი :D
IKA
26 თებერვალი 2017 17:38
0
კობი ეს მსაჯები გაყარე თორე თავს მოგჭრის საქვეყნოდ,და წყალში ჩაგეყრება შრომაც და დავდადებაც,ესე არაფერი გამოვააა
zurabaa
26 თებერვალი 2017 17:31
0

სიახლეები პოპულარული