"საბურთალოს" ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

AutoSharing Option
10-16 მარტს, "საბურთალოს" ორგანიზებით, საერთაშორისო ტურნირი JUNIOR CUP დაიწყება, რომელშიც 2002 წელს დაბადებული ფეხბურთელები ითამაშებენ.

ტურნირზე 16 გუნდი მიიწვიეს. მატჩები "ბენდელას" სტადიონზე, გლდანში, "საბურთალოს" სკოლასა და ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას" ხელოვნურსაფარიან მოედნებზე გაიმართება.

ქართული სკოლების გარდა, JUNIOR CUP-ის მთავარი პრიზისთვის რუსეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლებიც იბრძოლებენ - ვლადიკავკაზის ორი გუნდი, "ბარსი" და "იუნოსტი", ასევე - ვოლგოგრადის "ზენიტი", კრასნოდარის "ყუბანი" და ყაზახური აქტაუს "ატირაუ". მეოთხედფინალები 14 მარტს გაიმართება, 15 მარტს - ნახევარფინალები, ხოლო ფინალი - 16 მარტს.

"საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი კახა
კაშია
ტურნირის მნიშვნელობაზე გველაპარაკა.

"ჩვენს საფეხბურთო სკოლაში ბევრი ბავშვი ვარჯიშობს, მათი გაზრდა კი მხოლოდ საწვრთნელი პროცესითა და ადგილობრივ ტურნირებში მონაწილეობით წარმოუდგენელია.

წინსვლისთვის მათ საერთაშორისო ტურნირებზე მიღებული გამოცდილება ჰაერივით სჭირდებათ. ასე იყო ადრე - ჩვენი ფეხბურთელები განსაკუთრებული პირობებითა და მოედნებით არც მაშინ იყვნენ განებივრებულები, მაგრამ რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის და ახლომდებარე ქვეყნების სკოლებთან მუდმივ ურთიერთობაში იზრდებოდნენ. ტურნირის ჩატარება და 5 უცხოური სკოლის მოწვევა სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ.

სხვათა შორის, ამაში დიდი წვლილი ჩვენმა პრესატაშემ, კახა მგელაძემ შეიტანა, რომელმაც ბევრი იმუშავა, კარგი და საინტერესო მონაწილეები რომ გვყოლოდა. ფეხბურთის ფედერაცია და სამსაჯო განყოფილება კი ტურნირის ორგანიზებაში დაგვეხმარებიან. იმედია, მსგავს ტურნირებს სხვა გუნდებიც გამართავენ - ჩვენ ერთმანეთს ასე თუ შევეხიდებით", - ამბობს კაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული