ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშაიმ championat.com-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.

ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.

სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
ვერაფერს ასეთმა ძლიერმა თაობამ.

- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.

- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.

ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.

ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.

- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.

- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".

- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?

- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.

ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.

ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.

- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 164 /
ქართველ ფეხბურთელებზე სწორად ამბობს
მკვდარი ტიპების პარადია
პიროვნული ამბიცია დაბალ დონეზე აქვთ ფულის მონები არიან რა
მარა დანარჩენი ყელაფერ ისეთია როგორც ჩვეულებრივ "ვიეტნამის ვარსკვლავს" შეეფერება :D
acm
18 აპრილი 2017 12:38
0
არ ვიცნობდე მაინც.. სკოლაში ოროსანი იყო არათუ ისტორია წერა კითხვა ძლივს იცოდა დაუღია ეხლა პირი და რუსეათ საქართველოს მეგობრობაზე გვიყვება.. თავად რომ რუსეთში იშოვა და გაძღა ამას გონია რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყანაა.. წადი რა ... და ფეხბურთზე ილაპარაკე პოლიტიკა და ისტორიაზე შენნაირები რო ლაპარაკობენ მაგიტომაც მიდის ქვეყნის საქმე ..... ან ეს ... რას ეკითხებიან პოლიტიკაზე..ეტყობა აწყობთ ამათაც რუსული პროპაგანდის აგორება.......
მარგალ
18 აპრილი 2017 12:30
0
ბატონი ზაზა, ჯერ ფეხბურთით ხომ მოგვხიბლეთ ევროპისა და მსოფლიოს დონეზე და ახლა მჭერმეტყველებითა და განათლებით გვაკვივებთ! თქვენი მასწავლებლის მისამართსაც ხომ არ გვეტყოდით, იმიტომ რომ თქვენ რას გერჩით, ისა გვყავს მოსაკითხი და მისი ...., საგულდაგულოდ!
Gio
18 აპრილი 2017 12:29
0
რაც ფიზიონომია აქვს ისეთია თვითონაც...
eee
18 აპრილი 2017 12:26
0
არა და მართალია ეს კაცი რაღაცეებში... რუსებთან ჭიდილი არაფერს გვარგებს. სააკაშვილის და ჩვენი პოლიტიკის ბრალია რაც დაგვემართა და მაგიტომაც დაიკარგა ტერიტორიები.
ქართველი
18 აპრილი 2017 12:19
0
ეხლა ეს თურმე მწვრთნელობას აპირებს.ამან ქართველ ბავშვებს რა უნდა ასწავლოს.ურჩევნია რუსეთში წავიდეს
ჯუბა
18 აპრილი 2017 12:18
0
სამწუხაროდ სწორს ამბობს
ss
18 აპრილი 2017 12:16
0
სერიოზულად ნუ შეხედავთ, თავიდანვე აღიარა, ფეხბურთის გარდა არაფერ ვიციო :) რა ქნას, ...
dudu
18 აპრილი 2017 12:11
0
ამის კომენტარი არ მიკვირს, სხვას არც ველოდი, მაგრამ ძალიან ამხარებს ხალხის კომენატარები და მჯერა რომ ნელ ნელა რაღაცა გვეშველება! ეს ფაქტიურად რუსიაა რაა... იქ გაიზარდა და ის მენტალიტეტი აქვს. მიხარია რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები ესე არ ფიქრობენ და ეს ტვინგაყინული თაობა ოდესმე აგდაშენდება და იმედია გვეშველება!
დინამო
18 აპრილი 2017 12:09
0
ზაზა ისტორია ისწავლე რუსებმა კი არ გაყარეს თურქები არამედ გენერალმა მაზნიაშვილმა გაყარა კარგად წაიკითხე ისტორია
მე
18 აპრილი 2017 12:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული