ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშაიმ championat.com-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.

ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.

სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
ვერაფერს ასეთმა ძლიერმა თაობამ.

- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.

- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.

ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.

ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.

- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.

- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".

- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?

- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.

ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.

ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.

- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 164 /
ჯანაშიას წაკუზული ვის ეყოლები მაგას რა მნიშვნელობა აქ შე კაი კაცო ისე ზოგიერთი აქ ვინც შენ გლანძღავს შეიძლება სხვანაირადაც კი ფიქრობს მაგრამ პირდაპირ ვიტყვი ერთი ულვაშიანი ბანანია ჩემთვის რუსეთი თურქეთი და ამერიკაც ასე რო მთავარია შენი ქვეყნის ღირსება და არა ვიღაცის პადხალიმ ვაზელინობა. აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქართველს და სრულიად საქართველოს გვფარავდეს უფალი. სპორტს მივხედოთ ჯობია სპორტს.
quTaiseli
18 აპრილი 2017 12:03
0
რაღა ეს და რაღა სოსო პავლიაშვილი, ეგდოს იმ თავის რუსეთში, თუ ასე მოსწონს!!!
123
18 აპრილი 2017 12:03
0
vai hemo bedkrulo saqartvelo,samcuxarod momravldnen aseti tvinnagdzobi adamianebi,amistana tkvils rom kaci rus jurnalists etkvi amis mere dagzogavs igi?!
S.P
18 აპრილი 2017 12:01
0
ნამდვილი გამოტვინებული...
ავთო
18 აპრილი 2017 11:59
0
რუსებმა რა ცუდიც საქართველოს უქნეს და ზოგადად ქართველ ერს და მერე "ქართველი" ადამიანი რო გამოდის და რუსებს ადიდებს მგონი ექიმთანაა წასასვლელი.
eee
18 აპრილი 2017 11:59
0
ფუ ამის ისტორიის მასწავლებელს
TEMURI
18 აპრილი 2017 11:56
0
ამისგან ინტერვიუ ტეხავს ჩემი აზრით.
dato
18 აპრილი 2017 11:55
0
დაადასტურა რო ბოსკამპი სწორი იყო. მენტალიტეტ დებიიიიიიიილ.

იმედია ანანიძე და სხვები ამისნაირი ტვინგამორეცხილები და გამოდებილებულები არ არიან
giga
18 აპრილი 2017 11:52
0
სსრკ რომ არა ქართული საზოგადოება ბარიგებით იქნებოდა სავსე როგორც დღევანდელი მექსიკა,მთელი თავადაზნაურობა ჰეროინის კონტრაბანდისტი იქნებოდა რუსეთში თუ ევროპაში !
gogi
18 აპრილი 2017 11:52
0
მდაა, მძიმე შემთხვევაა, თუ ასეთი კარგია რუსეთი საქართველოში რატომ ჩამოვიდა? ისე სახელზე ეტყობა განათლება და ინტელექტი....
maiko
18 აპრილი 2017 11:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული