ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშაიმ championat.com-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.

ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.

სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
ვერაფერს ასეთმა ძლიერმა თაობამ.

- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.

- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.

ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.

ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.

- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.

- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".

- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?

- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.

ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.

ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.

- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 164 /
ევროპას ხვდება რა უნდა და რაც არ აწყობს იმას ვეღარ ხვდება?! ეხ ზაზა,ზაზა. გაგრუზინებულა :(
რეზო
18 აპრილი 2017 11:46
0
რას ჩამიდიოდი, დარჩენილიყავი იმ შენს ღრუსეთში. რუსეთის პროპაგანდით თვინგამორეცხილი ერთი ჩვეულებრივი მსხვერპლი
fraternity
18 აპრილი 2017 11:46
0
ეს ერთი რომ იყოს ქვეყანაში ვინც უფრო შორს მიდის და პუტინი წმინდანი გონია კიდე ავიტანდი მარა რო ძაან მომრავლდნენ რაღაც უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ გეების ცემაში მაგრები ვართ მარა მოღალატეებისთვის ჭკუის სწაბლებისთვის თავს კაცი-შვილი არ იწუხებს
ნოდო
18 აპრილი 2017 11:42
0
თავის დროზე, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მოსკოვიდან საკუთარი მანქანით წამოვიდა და რამდენიმე დღის დაგვიანებით გამოცხადდა ბაზაზე. ეს იყო მაგისი "პროფესიონალიზმი" და რა გიკვირთ რომ ამას ევროპადა ევროპული ფასეულობები არ ესმის :DD დაიკიდეთ რა, და გაიხსენეთ ბოსკამპის ფრთიანი ფრაზა "ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ" :DD
სულხან-საბა
18 აპრილი 2017 11:41
0
როგორ ეტყობა რომ განათლებული კაცია. კაცია-ადამიანი?!
zaza
18 აპრილი 2017 11:39
0
კარიერისტი გოიმი ეს რომ მორალზე ილაპარაკებს
Niko
18 აპრილი 2017 11:38
0
ისტორიის და წარსულის არ ცოდნა ჩემო ზაზა. სანამ თურქები შემოვიდოდნენ, მანამდე რუსები შემოვიდნენ და ჩვენი ახალგაზრდები (შეგახსენებ მათ შორის იუნკერები) ებრძოდნენ კოჯორთან და ტაბახმელასთან. ამ დროს თურქებმა დრო იხელთა და ბათუმში შეიჭრა, ცხადია ბოლშევიკებმა გაყარეს იქედან (სხვათაშორის ქართული შენაერთები იბრძოდნენ მაზნიაშვილის მეთაურობით). ეს შენ რო გაიგო ღარიბული ენით გიწერ, ისე წინა ისტორიული ფაქტებიც ბევრი იყო და ერეკლე მეფეს მართლა რო ჭირდებოდა კრწანისის ომში რუსეთის დახმარება რა გაგვიკეთეს დაგუგლე მაინც გაიგებ. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს პრონციპში თურქი თუ იქნებოდი, ეხლა რუსულად აზროვნებ
კახა
18 აპრილი 2017 11:37
0
ამისთვის სამშობლო ისაა ვინც ხელფასს გადაუხდის .. ფუF შენი .........
me
18 აპრილი 2017 11:36
0
არადა მიცვალებულთა დღე გუშინ იყო,ეს ინტერვიუ გუშინ უნდა გამოგექვეყნებინათ... რაღა უნდა ელაპარაკოს ამას ადამიანმა!
დათა
18 აპრილი 2017 11:35
0
არა ისტორიის დავიწყება ნამდვილად არ შეიძლება, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, ანბანივით...! განა ისტორიის შეცდომებზე არ ვსწავლობთ გაკვეთილს რომ, მეორეჯერ იგივე შეცდომა აღარ დაუშვას ერმა..?! თუ არა.................?!
არა
18 აპრილი 2017 11:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული