ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშაიმ championat.com-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.

ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.

სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
ვერაფერს ასეთმა ძლიერმა თაობამ.

- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.

- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.

ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.

ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.

- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.

- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".

- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?

- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.

ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.

ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.

- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 164 /
გენერალი ტოტლებენი არ იყო მეფე ერეკლე აწყურში თურქებს რომ შეატოვა. თვითონ თბილისში გამოიქცა ქართლ-კახეთის სამეფოს ხელში ჩასაგდებად და რუსეთისთვის შესაერთებლად. ხო აბა სულ საქართველოზე ფიქრობდა ტოტლებენი მაშინ. რაც იმ დროს არ გამოუვიდა, მოგვიანებით რუსეთმა მაინც გააკეთა საქართველოს ანექსიით. ეს ლენჩი კიდევ ისტორიაზე საუბრობს. ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი მსოფლიოში, რომლის სიტყვას და დადებულ ხელშეკრულებას (თუნდაც 1920 წ., რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა) ფასი არ აქვს...არასდროს არ ასრულებს და არცერთი ქვეყანა რუსეთს არ ენდობა ისტორიის გამოცდილებიდან გამომდინარე...
წაიკითხე ისტორია - სჯობს გვიან ვიდრე არასდროს ბატისტვინა
18 აპრილი 2017 13:46
0
ასეთებს რატო ალაპარაკებთ მათ ხომ სამშობლო სიყვარული არ იციან.
aaa
18 აპრილი 2017 13:46
0
ეხხ ჯანაშია....კარგი ფეხბურთი შეგეძლო გეთამაშა მაგრა შენი აზროვნება მოსკოვის "ლოკომოტივს" ვერ გასცდა...რუსეთშივე დამთავრდი როგორც ფეხბურთელი 27 წლის ასაკში..პოლიტიკაზე ჯობია აღარ ილაპარაკო, საერთოდ ტყემალზე ზიხარ...
dato
18 აპრილი 2017 13:43
0
სარკეში კარგად ჩაიხედე,მე მგონი თურქს შენ უფრო გავხარ და ეტყობა ეს გაწუხებს.ასე,რომ რაც არ უნდა ულოკო რუსებს უკანალი მაინც ვერ გათეთრდები.ზუსტად შენზეა ნათქვამი "არ გათეთრდების ყორანი,რაც უნდა ხეხო ქვიშითა".
kibo
18 აპრილი 2017 13:40
0
მიხეილ ჯავახიშვილს რა ნაცარი შეაყარა თითებში....:დ არამარტო მას....
svan
18 აპრილი 2017 13:35
0
ისტორიის დავიწყება ნამდვილად არ შეიძლება.არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მე-19-ე საუკუნეში რუსეთმა გააუქმა საქართველოს
სამეფო და მის ადგილას შექმნა ორი გუბერნია.ქართული ენა განიდევნა სახელმწიფო სტრუქტურებიდან.1894 წლიდან სკოლებშიც აიკრძალა ქართულიენა.ამას ბოლო მოეღო 1918 წელს გერმანიის დახმარებით აღდგა საქართველოს სახელმწიფო.


1918
18 აპრილი 2017 13:30
0
რას უსმენტ ამ ბლუს ფეხბურტჰიც კანა იკო და ცხოვრებაჰიც
levani
18 აპრილი 2017 13:28
0
ბურტი აგორე ტუ იცი დანარჰენი ჰენი საქმე არ არი კანა იკავი უმარგლავი
levani
18 აპრილი 2017 13:23
0
კი მარა თუ მე-19 საუკუნემდე არ გავთურქდით, მერე რატო გავთურქდებოდით? ან ორივეს რომ თავი დაენებებია, იქნებ ფინეთივით ვყოფილიყავით? მასწავლებელი არ ყავდა? ან იმ მასწავლებელს აკაკის აღმზრდელი არ წაუკითხავს?
haha
18 აპრილი 2017 13:23
0
ჯანაშია აზრზე არა ხარ
lasha
18 აპრილი 2017 13:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული