ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშაიმ championat.com-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.

ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.

სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
ვერაფერს ასეთმა ძლიერმა თაობამ.

- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.

- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.

ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.

ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.

- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.

- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".

- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?

- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.

ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.

ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.

- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 164 /
აბა ფეხბურთის მეტი არ ვიციო..... ილაპარაკე, რა ფეხბურთზე..... დანარჩენი სუ.....
დავითი
18 აპრილი 2017 14:24
0
გოგა შენს ეგეთი ხარ! აი მაგიტომ მარადონას ნიჭიც რომ გქონოდა მაინც ლოკომოტივს ვერ გასცდებოდი!
gogas
18 აპრილი 2017 14:21
0
რას მიესიეთ? ისე აყაყანდით ვითომ გისკდებოდეთ თავები ცოდნითა და სიბრძნით! იცით ვის ინტერესებში შედიოდა საქართველო რუსეთის დაპირისპირება? ანდა რისი მიღწევა უნდა მტერს, როცა ჩვენში რუსების სიძულვილი ჩათესეს? ახლა ზოგიერთი იკითხავს, ვინ ჩათესაო? ან ის მაინც თუ იცით, რომ ტოტლებინი გერმანელი იყო და თანაც ცინცხალი. ადრე მეგონა ვერავინ შეძლებდა ჩვენში სხვათა სიძულვილის ჩათესვას. შესძლეს, და როცა სიძულვილი მოგვერევა მაშინ წავიქცევით სწორედ. წარმოდგენა არა გაქვთ რა უბედურებაში გვაქვს თავი გაყოფილი!
-აირჩიეთ ხან ბიძინა და ხან მიშაიე ბლეყე, მეტის აზრი როგორცა სჩანს ჩვენ არა გვაქვს!
-ღმერთი მაღალი ფარავდეს ყველა ჭეშმარიტ და უანგარო მამულიშვილს!!!
შოდა
18 აპრილი 2017 14:21
0
ბლა ბლა ბლა. აბა პირი გააღე და თქვი ააააა
goga-s
18 აპრილი 2017 14:14
0
ერთმორწმუნეობის" არგუმენტის სრული უსაფუძვლობა ნათელია ..

ლევან ვასაძე აცხადებს, რომ დაქუცმაცებული საქართველო სამჯერ ქართველმა მონარქებმა, ერთხელ კი რუსეთმა გააერთიანეს.
ამის შესახებ ლევან ვასაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „დიდი პოლიტიკა“ განაცხადა:
".. დაქუცმაცებული საქართველო გააერთიანეს ოთხჯერ: ფარნავაზმა, ვახტანგ გორგასალმა, დავით აღმაშენებელმა და რუსებმა. ჩვენი ენერგიით, იმ უდღეურმა ნოე ჟორდანიამ, 33 თვე რომ გაძლო რესპუბლიკამ, ვერაფერი გააკეთა.
და თქვენ ფიქრობთ, ჩვენ გავყრიდით იმ თურქებს ბათუმიდან და დავიბრუნებდით აჭარას, რომ არა რუსეთის იმპერია? " ...
...მე ბიმურზა დადეშქელიანი ვპასუხობ ლევან ვასაძეს :" ჯერ ერთი საქართველოს პირველი გამაერთიანებელი ბაგრატიონებიდან იყო ბაგრატ მესამე ,რომლის საფლავისა და ფრესკის ნაკვალევი გააქრო რუსეთმა ბედიის მონასტერში ,მეორე ,გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა და ქართველმა ოფიცრებმა 1921 წელს გაყარეს თურქები ბათუმიდან , რუსეთის იმპერიამ კი - ბრესტის ხელშეკრულებით 1918 წელს აჭარა ,ტაო-კლარჯეთი ქემალ ფაშას-ათათურქს გადასცეს... . გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ძველ საზღვრებში საქართველო ...

დასავლეთი საქართველო , მესხეთი( ხასინჯუდ წოდებული) , კახეთი ჰერეთი ,სომხითი ... შემოიერთა .
...პუტინის რუსეთის იმპერიამ მოკლა საქართველოს უგვირგვინო მეფე წმიდა ილია მართალი, წმ.დიმიტრი ყიფიანი , წმ. მიტროპოლიტი დოსითეოზ ქუთათელი, მიხეილ ჯავახიშვილი, ,მარო მაყაშვილი,იუნკრები,კოტე აფხაზი ,მიხა ხელაშვილი,ლევან რაზიკაშვილი,მერაბ კოსტავა , 9 აპრილის გმირები ,მედროშე მამუკა ტერიშვილი, გოგია გაბროშვილი,მწერალი ამირან კალაძე,მხატვარი ვახტანგ ნოდია ,შინდისის,გუმისთის,კამანის,შრომის, შინდისის გმირები ,გიორგი ანწუხელიძე, სამი დიდი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ,ლეხ კაჩინსკი,ჯოხარ დუდაევი, 300 000 ადამიანი ჩეჩნეთში, მათ შორის 45 000 ბავშვი, 1992-93 წლებში 30 000 ადამიანი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 500 000 კი დევნილად აქცია. მარტო 1936-37-38 წლებში 26,8 ათასი ადამიანი გააქრო 2,5 მილიონიანი საქართველოს მოსახლეობიდან..

რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული გენოციდის და ასიმილაციის პოლიტიკის შედეგად ასეულობით ხალხია გამქრალი ,კავკასიაში მისმიერ ჩატარებული გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად მარტო ადიღეულ- ჩერქეზულ ხალხებში 1860-იანი წლებიდან რამოდენიმე წელიწადში წლიდან შემდეგი სურათი მივიღეთ :
შაფსუღები იყვნენ 300 000 დარჩა 1983 კაცი

აბაძეხები – 260 000, დარჩა – 14 660

ნათუხაელები – 240 000 დარჩა – 175

თემირღოელები – 80 000, დარჩა – 3140

ბჟედუღები – 60 000, დარჩა – 15 263
მახოშეველები – 8 000, დარჩა – 1204

ადამიელები – 3000, დარჩა – 230

უბიხები – 74 000, დარჩა – 0.
დაახლოებით ასი ათასი ჟანეეველებისა და ხაკუჩებისაგან ცოცხალი არ დარჩენილა არცერთი.
რუსეთის იმპერიისთვის ბრძოლას შეეწირა მეორე მსოფლიო ომში საქართველოს 400 000 მოქალაქე....საქართველოს ტერიტორია 1918-1921 წლებში მოიცავდა 107 6000 კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი.
საკუთარი ერის სიძულვილით დაავადებულმა სტალინმა და ორჯონიკიძემ აზერბაიჯანს უფეშქაშეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კი 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით, თურქეთს კი სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდის მცხოვრებით.
.....საბოლოო ჯამში 1921 წლებიდან საქართველომ დაკარგა ტაო-კლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი. ამას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების – ბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ) ტერიტორიებს....
ნეოკუმუნისტებმა შევარდნაძემ,სიგუამ,იოსელიანმა,კიტოვანმა... აფხაზეთი და სამაჩაბლო,ლარსის ,თუშეთის ,მამისონის ..მხარე სულ 15-17 ათასი კვ.კმ გადასცეს რუსეთს დაგომისის 1992 წლის 24 ივნისის ,სოჭის 1993 წლის 27 ივლისის და 1992 წლის სექტემბრის მოსკოვის გარიგებით.
"გამოცდილებამ და რუსეთის მთავრობის პოლიტიკამ საქართველოში ნათლად დაამტკიცა ამ განუსაზღვრელი ნდობისა და გულუბრყვილობის სრული უსაფუძვლობა .. "
ივანე ჯავახიშვილი
ლევან ვასაძემ 180 გრადუსით შეცვალა ივანე ჯავახიშვილის სტატიაში, "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები", მოცემული ფაქტები, არგუმენტები ,დასკვნები ,გამოკვლევები..
" სხვის ფანდურზე ბუქნაობა დაღუპავს ქვეყანას ...."წმიდა ილია მართალის საერთო ნიადაგის თეორია ამ სხვის დაკრულზე მობუქნავე "პოლიტიკოსებს" არ წაუკითხავთ სამწუხაროდ ...ანტიეროვნულ 1992 წლების "ნიადაგიდან" იკვებებიან...
საქართველო არ არის ჭადრაკის დაფა ,სადაც ორი მხარე ებრძვის ერთმანეთს და ადამიანის ბედს ისე მოექცნენ ,როგოც ჭადრაკის ფიგურებს ... და არც ტატამია სადაც ერთმანეთის წაქცევისთვის იბრძვიან .
მონა არასდროს არაა მართლმადიდებელი ქრისტიანი ,რადგან უფალმა ადამიანი თავისუფლებისთვის მოავლინა ქვეყანაზე და არ მონობისთვის.
"მონას რად უნდა კრული სიცოცხლე?ვისთვის აანთოს ლამპარი? სჯობს მონობაში გადიდკაცებულს,თავისუფლების ძებნაში მკვდარი!"–აკაკი წერეთელი
დაიმახსოვრეთ ქრისტიანული ფორმულა :არ უნდა უსურვო სხვას ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებდი ანუ "არ გაუკეთო სხვას ის, რასაც შენ თავს არ უსურვებ”. კანტი კენისბერგიდან ...
სოციოლოგიის დოქტორი ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე
ბიმო
18 აპრილი 2017 14:05
0
ეხ ზაზა თავი კი გაქვს დიდი, მარა შიგ ჭკუის ნაცვლად ნახერხი გიყრია.
gela
18 აპრილი 2017 14:04
0
ამ ჯაყოს პოლიტიკური დამოძღვრა აკლდა ქართველობას
321
18 აპრილი 2017 13:58
0
საცოდავი ღამურა
გია
18 აპრილი 2017 13:54
0
დროშა უნდა ხელში
t
18 აპრილი 2017 13:51
0
რა არ იდზახის სცორეს აზრზე მოდიდ ბიჯო ტორე სჰესჰპოტებაც არ გვისჰველის რუსეტია ერტადერთი ქრისტიანი ჩვენი მეზობელი და ტუ არ ვიქნებიტ ჭკვიანად 21 საუკუნესჰი გახდებიტ თურქები რაგა უკლია ნახევარი საქარტრველო ტურქებიტ და ირანელ ინდოელებიტ გაივსო კიდე აზრზე მოდიტ აზრზე
goga
18 აპრილი 2017 13:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული