ქართული ფეხბურთის ლეგენდები უკრაინაში ითამაშებენ

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 20 მაისს კიევში უკრაინული და ქართული ფეხბურთის ლეგენდების მატჩი გაიმართება. გალა-მატჩის გამართვის მიზანი უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის განმტკიცება და ორივე ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერა იქნება.

ორივე გუნდში ბოლო წლების გამორჩეული ყოფილი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ლეგენდებში კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული, დავით ჯანაშია, გიორგი ნემსაძე, მიხეილ აშვეთია, ირაკლი ზოიძე, სოსო გრიშიკაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალეკო ამისულაშვილი, გოგა გახოკიძე, მამუკა მაჭავარიანი, დავით სირაძე, გელა შეყილაძე და
ლადო ბურდული
ითამაშებენ.

მატჩის ორგანიზატორები ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციები და კომპანია "აგრობიზნესი" არიან. მატჩზე დასწრება "ოლიმპიისკიზე" თავისუფალი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს.
gizog
13 მაისი 2017 11:43
0
ძაან ხმამაღალი ნათქვამია უმეტესობის მიმართ.ლეგენდა იყო ყიფიანი,ჩივაძე,გუცაევი...ბოლო 20წლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კალაძე და შ.არველაძე.ნუ დაუკარგავთ სიტყვებს თავის მნიშვნელობას და დაარქვით ყველაფერ თავისი სახელი.ვეტერანთა ნაკრები ჰქვია ამას.
კახა ქირია
13 მაისი 2017 11:07
0
კობიაშვილი მაგარი იყო ჯამარაული ნემსაძე ქეცბაია ესენიც მაგრად თამაშობდნენ! კალაძე მილანში ანგრევდა ყველაფერს(საქართველოს ჩათვლით) დანარჩენები კი მაგათ დონეზე ვერ იყვნენ.
nika
13 მაისი 2017 10:20
0
დაარქვით რა თავის სახელი - დემე/კალას ძმაკაცები.
ჯონდო
13 მაისი 2017 09:50
0
მე სიტყვა ლეგენდა სხვა რამე მეგონა რა ადვილი ყოფილა ლეგენდობა საკუთარ კარში იტალიასთან ატაკე გოლი თანაც ორი და ლეგენდა ხარ, ან ითამაშე ევროპაში ორი სამი წელი მერე თავში აგივარდება და ლეგენდა ხარ. ვაი ამათ პატრონს.
დ:დ:დ:დ:
13 მაისი 2017 09:45
0
ამატ რომ ლეგენდები ვუწოდოთ მართალ ლეგენდებს რასახელი მოუძებნოთ
givi
13 მაისი 2017 08:37
0
ცქიტიშვილი, სირაძე და ბურდული ლეგენდებია და შოთა რიგითი ფეხბურთელი? იმის გამო რომ სხვა მხარეზე იდგნენ არველაძეები არ ნიშნავს რომ მტრები არიან ან კარგად არ თამაშობდნენ. კალაძეს თუ არ ჩავთვლით, შოთაზე დიდი აქედან არცერთია
gia
13 მაისი 2017 03:55
0
ძმები არველაძეები ასე უცებ არალეგენდები გახდნენ?
ბაჩო გ
13 მაისი 2017 00:32
0
ლეგენდები არა მეგავარსკვლავები :). რომელია ლეგენდა-მაჭავარიანი, ზოიძე თუ შეყილაძე
ემიგრანტი
13 მაისი 2017 00:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული