უკრაინა VS საქართველო - ლეგენდების გალა-მატჩი კიევში

AutoSharing Option
დღეს, კიევში, საქართველოსა და უკრაინის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებები ამხანაგურ მატჩს გამართავენ. შეხვედრა "ოლიმპიისკიზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს მისი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეეძლება.

ვარსკლავთა მატჩის ორგანიზატორები ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციები და კომპანია "აგრობიზნესი" არიან და მისი გამართვის მიზანი უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის განმტკიცება და ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ლეგენდების ნაკრების მწვრთნელები ალექსანდრე ჩივაძე და რევაზ ძოძუაშვილი არიან, მოედანზე კი სხვებთან ერთად ლევან კობიაშვილი და კახა კალაძეც გავლენ.

საქართველოს ლეგენდების ნაკრები
მეკარეები: ირაკლი ზოიძე, სოსო გრიშიკაშვილი,
გიორგი ლომაია.
მცველები: ლევან კობიაშვბილი, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მამუკა მაჭავარიანი, გელა შეყილაძე, გიორგი რევაზიშვილი, ლევან სილაგაძე.
ნახევარმცველები: ლევან ცქიტიშვილი, გოგა გახოკიძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, ვიტალი დარასელია, გიორგი ანჩაბაძე, ლადო ბურდული.
თავდამსხმელები: დავიდ მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ ყაველაშვილი, დავით სირაძე, მიხეილ ჯიშკარიანი.
მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე, რევაზ ძოძუაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ასეთი ლეგენდები მეორედ აღარ უნდა გვყავდეს
roma
24 ივნისი 2017 11:39
0
ასატიანი რატომ არ არის ტორპედოდან
gela
20 მაისი 2017 18:51
0
შოთა გუგეშაშვილი-ო.კარგი რა!!!! ნუთუ ვერ ატყობ რომელი თაობის ხალხია შეკრებილი!!!! ვოვა 65 წლისაა უკვე. თუ მწვრთნელებში გულისხმობ,სხვა საკითხია,მაგრამ .....
ako
20 მაისი 2017 18:47
0
გაზაფხულის ლეგენდები. ბურდული. რევაზიშვილი სირაძე გრიშიკაშვილი ზოიძე.
lo
20 მაისი 2017 17:05
0
გაზაფხულის ლეგენდები. ბურდული. რევაზიშვილი სირაძე გრიშიკაშვილი ზოიძე.
lo
20 მაისი 2017 17:05
0
არველაძეები სად არიან,თუმცა ლადო ბურდულთან ანდა გიორგი რევაზიშვილთან რა მოსატანები არიან,ხო კიდევ ისინი ხო ნაცები არიან.
tarasi
20 მაისი 2017 16:57
0
რა დააშავა გუცაევმა რა დააშავა გაბელიამ და ესე სემდეგ
შოთა გუგეშაშვილი
20 მაისი 2017 16:56
0
ჟურნალისტებმა სიტყვა "ლეგენდა"-ს დაუკარგეს მისი არსებითი მნიშვნელობა,გააუბრალოეს და ჩვეულებრივ ამბავს,კაცს, თუ რაიმე არაფრით გამორჩეულ მოვლენას დაარქვეს.ლეგენდებად შერაცხული(ისიც პირობითად), მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი(10 თითი სრულიად საკმარისი იქნება) ფეხბურთელი თუ სპორტისა და სხვა სფეროს წარმომადგენელია მიჩნეული.ჩვენს შემთხვევაში ვეთანხმები უშანგის კომენტარს-მწვრთნელების შემადგენლობას დავამატებდი ერთ-ორ კაცს(არ ვასახელებ,საწყენი არ იყოს).ასეთი შეხვედრები კი ძალიანაც საჭირო და სასიამოვნოა,აუცილებელია ადამიანებსა და ერებს შორის თბილი ურთიერობისთვის დღევანდელ შეშლილ მსოფლიოში.სპორტი კი ერთ-ერთი ფლაგმანია ამ საქმეში,საქმეში,რომელსაც ჩვენი სატელევიზიო სამყარო,რატომღაც გვერდს უვლის,თვალებს ხუჭავს და ყურებს იხშობს.ყველას,ხომ არა აქვს დღევანდელ დუხჭირ ყოფაში ინტერნეტთან წვდომა,"უპურობის" პირობებში სანახაობით მაინც დაავიწყეთ წუთიერად კაცს დარდი.
vax-vax
20 მაისი 2017 16:47
0
ასათიანი,არველაძეები,ქინქლაძე,ჯანაშია ზაზა,რევიშვილი ზაზა,გოგიჩაიშვილი,
vasiko
20 მაისი 2017 16:37
0
რომელია აქ ლეგენდა?

ალექსანდრე ჩივაძე კი ჩასულა, მაგრამ არ თამაშობს.

ლეგენდა იყო დავით ყიფიანი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი.
ასეა ეეს!
20 მაისი 2017 16:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული