ბათუმის "დინამო" პლაჟის ფეხბურთში ჩემპიონთა თასის მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" პლაჟის ფეხბურთში ჩემპიონთა თასის მერვედფინალში გავიდა.

პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარე ტურნირი საქართველოს ჩემპიონმა იტალიურ "ლაციოსთან" მარცხით (3:5) დაიწყო, მეორე ტურში ყაზახური "არმანი" 5:2 დაამარცხა და C ჯგუფში პირველ ადგილზე დაწინაურდა, რადგან რომის "ლაციო" ინგლისურ "სილეზიასთან" 4:5 დამარცხდა.

გადამწყვეტი იყო მესამე ტური, რომელშიც "ლაციომ" "არმანის" 7:4 სძლია, საქართველოს ჩემპიონი კი სილეზიიდან ემიგრირებული პოლონელებისგან დაკომპლექტებულ ინგლისურ გუნდს დაუპირისპირდა. ჩვენმა ჩემპიონმა ჩინებულად ითამაშა, მეტოქე 7:2 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

"ეს არის ისტორიული გამარჯვება და ისტორიული
ფაქტი - საქართველოში ქვიშის ფეხბურთის არსებობის განმავლობაში პირველად, ბათუმის "დინამო" მერვედფინალში გავიდა. მადლობა ბიჭებს და მადლობა მწვრთნელს, მადლობა ყველას! მე დღეს ბედნიერი ვარ!

2010 წლიდან რამდენი პოზიტივი და რამდენი ნერვიულობა გამოვიარეთ, მაგრამ ერთ დიდი ოჯახად ვრჩებოდით. განვლილი 7 წელიწადი და დღევანდელი ბედნიერი წამები ამად ნამდვილად ღირდა", - ამბობს ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს პლაჟის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სურათი მაინც დაგედოთ ვიდეოს თუ არ დებდით.
ნათია
12:37 01-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული