"იაგელონიას" თავკაცი: "ბათუმი" ნამდვილად არ არის სუსტი მეტოქე

AutoSharing Option
ევროპალიგის I საკვალიფიკაციო წრეში ბათუმის "დინამოს" მეტოქე პოლონური "იაგელონია" იქნება.

- ბათუმის "დინამოს" პირველი მეტოქე ევროპალიგაზე ცნობილია

"იაგელონიას" თავკაცი ირენეუშ მამროტი:

"ჩვენ კარგად გავაანალიზებთ მეტოქეს, მაგრამ ის სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის. როგორც გავიგეთ, საქართველოში ხელოვნურ საფარზე თამაში გვიწევს, ასეთ მძიმე საფარს კი უნდა შევეგუოთ. პირველი თამაში შინ გვაქვს და ჩვენი მომზადების ტაქტიკაც დიდწილად გაითვალისწინებს ამ ფაქტს".

აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლონელთა თავკაცს მცდარი მოლოდინი აქვს, გუნდი საგარეო მატჩს ქუთაისში, ბუნებრივსაფარიან მოედანზე გამართავს.

კლუბის პრეზიდენტი ცეზარი კულეშა:

"ვინც უნდა იყოს მეტოქე,
თავიდან შანსები ყოველთვის თანაბარია. ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული, შინ უნდა შევუტიოთ და მიზანს მივაღწიოთ".
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბათუმს რო სტადიონი არააქ იმათი სირცხვილია ვინც თავის დროზე დაანგრია შემდეგ გაყიდა ის ადგილი დიდი ფულიც იშოვა და მერე მოხია და იმათი სირცხვილიცაა ვინცამას ყველაფერს ამართლებდა და ტაშს უკრავდა აქაოდა პროგრესი მსხვერპლს მოითხოვსო.ისე ეგეთების გასაგონად მინდა ვთქვა რო დანგრევა უფრო ადვილია ვიდრე შენება.ბათუმს კიარა ყველა ქალაქს უნდა ქონდეს მნორმალური სტადიონი.და რა არქონდათ კი ქონდათ მაგრამ დაანგრიეს გააპარტახეს არ მიხედეს და ეხლა ხელს სხვისკენ იშვერენ.ისე ბათუმის მთავრობას არუნდა უჭირდეს ამ სტადიონის აშენება და არუნდა ალაპარაკოს არც გულშემატკივარი და არც ისინი ვინც თავის დროზე დაანგრია და ეხლა ჩასაფრებულები კიტრებად მოაქვთ თავი.
qutaiseli
10:39 20-06-2017
0
Stadioni ro gvqondes amat marto qomagi daamarcxebda,magram tenderebi tardeba fuli gamoiyo 1000-jer asivejer sheichama da stadioni ise daiviwyes titqos patara qoxs ashenebdnen,tuar vcdebi wlis dasawyisshi iyo gamoqveynebuli statia sadac ewera ro batumis stadionistvis 32 milioni iyo gamoyofili(tanxa zustad ar maxsovs sheileba metic iyo)sad wavida es fuli aba vin gamoicnobs?!
Dinamo batumi
10:30 20-06-2017
0

სიახლეები პოპულარული