"იაგელონიას" თავკაცი: "ბათუმი" ნამდვილად არ არის სუსტი მეტოქე

AutoSharing Option
ევროპალიგის I საკვალიფიკაციო წრეში ბათუმის "დინამოს" მეტოქე პოლონური "იაგელონია" იქნება.

- ბათუმის "დინამოს" პირველი მეტოქე ევროპალიგაზე ცნობილია

"იაგელონიას" თავკაცი ირენეუშ მამროტი:

"ჩვენ კარგად გავაანალიზებთ მეტოქეს, მაგრამ ის სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის. როგორც გავიგეთ, საქართველოში ხელოვნურ საფარზე თამაში გვიწევს, ასეთ მძიმე საფარს კი უნდა შევეგუოთ. პირველი თამაში შინ გვაქვს და ჩვენი მომზადების ტაქტიკაც დიდწილად გაითვალისწინებს ამ ფაქტს".

აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლონელთა თავკაცს მცდარი მოლოდინი აქვს, გუნდი საგარეო მატჩს ქუთაისში, ბუნებრივსაფარიან მოედანზე გამართავს.

კლუბის პრეზიდენტი ცეზარი კულეშა:

"ვინც უნდა იყოს მეტოქე,
თავიდან შანსები ყოველთვის თანაბარია. ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული, შინ უნდა შევუტიოთ და მიზანს მივაღწიოთ".
მკითხველის კომენტარები / 8 /
სამარცხვინოა ამხელა ქალაქია ამდენი ტურისტი ასე უყვარს ხალხს ფეხბურტი და ერტი სტადიონი ვერ აგვისჰენეს თავრობამ სამარცხვინო არაა.აგვიშენეთ და ნახავთ დინამოზე მეტი მაყურებელი თურმოვა სტადიონზე მაგრამ არ კიდიათ მთავარია დისკოტეკები და სასტუმროები ააშენონ რომ ფული შემოვიდეს
le777us
20:06 19-06-2017
0
გვეღადავები ხო ბატონო ირინეუშ? რა თქმა უნდა გავარდება ყველა ქართული გუნდი პირველივე ეტაპზე.
ქომაგი
22:11 19-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული