არადა, სტადიონ "ნა სიჰოტიზე" ყველაფერი ქუთაისელებისთვის სასიკეთოდ დაიწყო - მე–10 წუთზე გრიგოლ დოლიძის მოწოდებული საჯარიმოს შემდეგ გიორგი გურულმა თავით ანგარიშით გახსნა.
სამწუხაროდ, კახა ჩხეტიანის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლო - "ტრენჩინმა" შესვენებამდე ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი ანგარიშში წინაც გავიდა. დუბლი ანტონიო მანცემ (36–ე და მე–40 წუთებზე) მიითვალა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ სამჯერ გაიტანეს როინ კვასხვაძის კარში. 75-ე წუთზე თავი ჰამზა ჩატაკოვიჩმა გამოიჩია, 81-ზე - იაკუბ პაურმა, საბოლოო ანგარიში კი "ტრენჩინის" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ 87-ე წუთზე დააფიქსირა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ქუთაისში 6 ივლისს გაიმართება.
ქუთაისის "ტორპედო": რ.კვასხვაძე (კაპ.), ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, მამასახლისი (46, ბაბუნაშვილი), გიგაური, კუხიანიძე (82, ხურციძე), ტუღუში (67, კვირკვია), დოლიძე, კაპანაძე.
ელემენტარული შეცდომები დაუშვეს