ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
მკითხველის კომენტარები / 99 /
საერტოდ ნუ გადიხართ სტადიონებზე სათამაშოდ სირცხვილია
zura
30 ივნისი 2017 17:44
0
სირცხვილია ნუ აბრალებთ ფორმატც და ა.შ ფეხბურთელი თუ არ დარბის ის ვერასდროს მოიგებს სოფლის გუნდთან რო ასე ცააგებტ
ramazi
30 ივნისი 2017 17:08
0
რისი ბიზნესია საქართველოში და რისი დამფინანსებლები არიან.აქ ჰყვავის ელიტარულ-ჩინოვნიკურ კორუფციული ბიზნესი.ასეთი "ბიზნესმენი" კი ასეთ ნაშოვნ ფულს ფეხბურთში არ ჩადებს და მართალი რომ ვთქვა ვერც ჩადებს.ვერც ხუთ და ათ მილიონად შეფასებულ ფეხბურთელებს იყიდის.მას ურჩევნია ბევრი უძრავი ქონება შეიძინოს და ქართულად იმაირაჟოს,ვიდრე ხვალინდელ ქათამს დაელოდოს,თორემ ივანიშვილს არ შეუძლია ერთი კარგი გუნდი შექმნას?იქნებ მის მაგალითზე სხვებიც გამოჩენილიყვნენ და კონკურენციაც წარმოიშობოდა.დღეს გუნდებს ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს და კლუბები ნეპოტიზმისა და კორუფციის ბუდეებად გადაიქცა.იგივე მდგომარეობაა ფედერაციაშიც.
jumber
30 ივნისი 2017 16:54
0
და ამჩემპიონატიდან რომ ფეხბურთელს გამოიძახებ ნაკრებში, იქ ყველაფერი დამთავრებულია
vaso
30 ივნისი 2017 16:51
0
ყველგან და ყველაფერში ერტი და იმავე ხდება. ეს სახელმწიფო არ არის. რა ფეხბურთზეა საუბარი, რა ფედერაცია რის ფედერაცია, ცხარაძის გაშვება ხომ მინისტრის დამსახურებაა, მაშინ ასე გამოჩნდა ყოველ შემტხვევაში. დაფინანსებაც, ხოდა ზია წილში კაცი, აბა ტყვილაა მინისტრი? და კობი არის ჩვეულებრივი შნირი, მიტომაც მოხია პარლამენტში, რისი წინაარმდეგობის თავიაქვს, ასე რომ ფედერაცია უპატრონოდაა, როგორც ზოგადად ქვეყანა, ხოდა კიდია ვაისსაც, არ იწუხებს თავს, ერთი ფეხბურთელის თამაშის სანახავად თუ ყოფილოა მაინც რომელიმე ქვეყანაში ჩასული, რავა მოსთხოვა ვინმემ პასუხი თუ რა. სრული ქაოსი და მორჩა. არ იქნება ქართული ფეხბურთი. საქართველო იქნება კი?
vaso
30 ივნისი 2017 16:49
0
batono levan dges qartuli gundebi gadaiqca ocnebis momxreebis sadzmo,samegobros dasaqmebis kantorad.
henc hemo dzmao gaarkvie sff-s xelmdzgvaneli xar tu parlamentis deputati.
S.P
30 ივნისი 2017 16:00
0
ოცდაათი წელი ქვეყანას ანგრევდი და კიდე ეს კაცია უსინდისო ფეხბურთს ვინ ჩივა. ეკონომიკა ნული წარმოება ნული სახელმწიფო ქონება ნული უმუშევრობა ასტრონომიული ოფშორებში გატანილი მაყუთი მილიარდობით და რა ფეხბურთზე საუბრობ საერთოდ ქარხანაფაბრიები დაშალე სტადიონები დაანგრიე და ფეხბურთიო წავა კობიაშვილი მოვა ვიღაც სხვა მერე იმას დაუწყებენ კმენას. მერე თუ მისიანი მოვიდა კი გაჩერდება და დაუწყებს ტაშის კვრას მარა სხვა დაუწყებს კმენას და ასე მთავარია რო არაფელი არ შეიცვლება სანამ არ ვიტყვით სიმართლეს მორჩა ის ფეხბურთი რაციყო ადრე დიდი ქვეყნის ნაწილი იყავი ფულიც იყო კონკურენციაც იყო აწყობილი სისტემაც და აქედან გამომდინარე შედეგიც გქონდა ეხლა კიდე სხვაგანხარ. მაგრამ ამის აღიარება არ გვსურს.ეგარი რეალობა.და სხვისკენ ხელის გაშვერაც რო გვიყვარს და გვაწყობს ეგეც ძალიან ცუდი ჩვევაა.ამ ორმოცდაათი მილიონით ფეხბურთს ფეხზე ვერ დააყენებ ვერა ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ იგივეს ჩვენი ფეხბურთი გავს გარდაცვლილ პაციენტს რომელიც ხელოვნურ სუნთქვაზეყავთ მიერთებული და ექიმი რო უმტკიცებს ოჯახის წევრებს ვაცალოთ ერთი ხუთი წელი ეგება გაცოცხლდესო.და ამ ფულსაც გარდაცვლილის რეანიმაციაში ტყუილ უბრალოდ ვიხდით.
quTaiseli
30 ივნისი 2017 15:47
0
მსაჯებს ვინც განაგებს ფედერაციაში თავისი შვილი ჩასვა და სხვა მსაჯები ამოაგდო, ევროპაში მსაჯობიდან! კობი ვიტომ არ იცი არა?????
jorji
30 ივნისი 2017 15:32
0
იგივე სიტუაციაა ხელბურთში, ფული არის შედეგი ნული, თამაში არ ააქვს მოგებული არცერთი ასაკობრივ ნაკრებს 5-6 წელია,დიდ ნაკრებზე აღარ ვლაპარაკობ, იგივე გოგონებში,სამინისტროს რიაგირება ამაზე არ არსებობს!!!
jorji
30 ივნისი 2017 15:27
0
მერადაც იყარე კენჭი ორი ადგილი რას გეყოფა
კობა
30 ივნისი 2017 15:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული