ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
მკითხველის კომენტარები / 99 /
და რომელ გუნდშია კობიაშვილის საახლობლო დასაქმებული ეგეც დაწერეთ რა ამის მთქმელმა მეც მაინტერესებს ძალიან და კიდე ფედერაციამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ნაკრებზე და მის შედეგზე რა თქმაუნდა არა უცებდა ეხლავე მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ.ხოლო კლუბებმა და მათმა მრევლმა პასუხი უნდა აგონ ფულის უპრაგონო და არამიზნობრივ ხარჯვაზე რათქმაუნდა უცებ ყველაფერი არ გამოსწორდება.მეკი ჩემ აზრზე ვრჩები წელიწადში ორმოცდაათი მილიონი ფეხბურთისთვის არაფელია არც თამაშობენ და უბრალოდ ფულს ფლანგავენ კლუბები ასე რო ფული არუნდა მიცეს სახელმწიფომ კლუბებს ირჩინონ თავისთავი და გახდენ კერძო კლუბები მერე უფრო დააფასებენ თითოეულ თეთრს.დასქმების სამინისტროდ არუნდა იყოს გადაქცეული ფეხბურთის ფედერაცია.ვინც კობიაშვილს აკრიტიკებს დარწმუნებულივარ რო დააჯინო ფედერაციაში ყველა იმ მილიონებისდიდ ნაწილს გაფლანგავს.დღეს ვერცერთი კლუბი ვერიტყვის რო ფედერაციიდან კუთვნილი თანხა არ მიუღია.უნბრალოდ არაეფექტურად და არაპროფესიონალურად უდგებიან თავიანთ საქმეს.ყველა ადრინდელი ფედერაცია ჭამდა მაყუთს მეტნაკლებათ ერთმა ოცდასამილიონი ითოხლავა მეორემ თორმეტი მარა აქკი მნიშვნელობა ამას.
quTaiseli
01 ივლისი 2017 13:11
0
ერთ რომელიმე კლუბს რომ წაეგო შეგიძლია უთხრა რომ შერცხვეს, მაგრამ ყველა რომ უშანსოდ აგებს უკვე ფედეერაციამ უნდა ჩაღუნოს თავი, გქონდეთ იმდენი შეგნება და კაცობა რომ სხვებისკენ არ იშვიროთ თითები და თქვენი წილი პასუხისმგებლობაც აიღოთ, ბოლოს და ბოლოს შეყარეთ საახლობლო და საძმაკაცო ყველგან და იმის ბრალია ამდენი წარუმატებლობა
ზურა
01 ივლისი 2017 12:36
0
xom ar gayhvat themi komentari da moepered mag ytavmokvareoebs sami katsisgarda gasakrelebi arian gyndidan.hegvadzyles pexbyrti gadasylebi arian tavis martlebaze da arasdros amboben thven vart damnahaveebio es ykve magari ysindisobaa gaiget.
gia cytaidan
01 ივლისი 2017 12:29
0
ვინ ვის ლოკავდა ცხრა წელი ეს მოსახლეობამ კარგად იცის და არც ამნეზია გასჩენია.რა შედეგები გაუარესთა ვისთან შედარებით ლატვიასთან აგებდი სახლში და მალტას ვერუგებდი შედალოცვილო და მაშვინ ტაშისკვრისგან ზოგიერთებს ხელები ქონდათ გადა ტყაული.ახალგაზრდულს ჟორდანიას დროს რო შედეგი ქონდა ეგეთი არცერთ ნაკრებს არ ქონდა ჯაკობიას თაობას ვგულისხმობ მაგრამ ეს იყო ყარაულის თოფის გასროლის მაგვარი შედეგი და არა სისტემური თქვენი საყვარელი წინა ფედერაციის პრეზიდენტმა აფხაზეთს შეაფარა თავი და კიდე კობიაშვილზე როგორ გცდებათ აუგი ორი წელია რაც კაცი პრეზიდენტია და შეჭამეთ ლანძღვა გინებით როცა ათი წელი ხმა არ ამოგიღიათ რატო მიეცით უფლებას წინა ხელისუფლებას ენგრია სტადიონები და საფეხბურთო სკოლები.ახალკაცი უნცროსის დროს სადიყავით ნეტა.
quTaiseli
01 ივლისი 2017 12:22
0
xom xedavt xalxno moedanze tvini saertodar ymyhavebt corebivit arian hasycebyli erti oris gamoklebit mat namdvilad ar vexebi thahavas vtxov redhimi daamkaros dahedegi motxovos kvareo dzalad pexbyrtelebs amovidnen kelhi tavianti ynamysobit
gia cytaisidan
01 ივლისი 2017 11:57
0
ხალხნო სულ ტყუილად იგლიჯავთ ნერვებს, ჩვენ თვითონ ვწერთ და ვკითხულობთ ჩვენივე კომენტარებს,
ადრესატებს არც აინტერესებთ ჩვენი
ემოციები. რა მოხდა უნდა მიიღოთ და
მოითმინოთო, დაიმსახურეთო.
ჩვენც დავიმსახურეთ ალბათ ფიფას
ფუტბოლს "ქართული ფეხბურთი" დავარქვით. ეს თამაში ბრიტანულიც კი
არაა კარგა ხანია. რაც შეეხება ჩვენს
საყვარელ თამაშს, მისგან არაფერი
დარჩა. 200კმ. სირბილს ვუყურებთ
საშუალოდ, 90% ბურთის ფლობა კარში
დარტყმის გარეშე მთავრდება. დარჩენილი 10%-ის ნახევარი კარს
საერთოდ სცდება. მოკლედ საყურებელიც კი არაფერია......


ვეტერანი
01 ივლისი 2017 11:50
0
ზოგი მართლა რა .... მეც არ მომწონს ამათი თამაში. მერე რა. ამიტომ მამუკების ჭკუაზე უნდა ვიარო????? ჯერ კახა ასათიანმა დაიწყო ფეხბურთის განადგურება, მერე მისმა სიძემ ჟორდანიამ. მერე ნაციონალი პოლიტიკოსები ჩაერივნენ და წავედით საბოლოოდ უფსკრულისკენ. ორი წელია კობიაშვილმა რუსების... ზვიად-დომენტი სიჭინავა შეცვალა. რა ვქნა ეხლა ყველაფერი კობიაშვილს დავაბრალო??? რატო უნდა ვიარო შენ დაკრულზე???
მეორე- თურმე სტადიონი თუ აშენდება, გვეშველება. კაცი შვილი არ ამბობს იმას რომ ძირითადი მიზეზი უვიცობაა, როცა არ იციან სწორი ფეხბურთი. არავინ არ იცის. მათ შორის არც ჟურნალისტებმა. ამას ემატება უზნეო ხალხი რომელიც ფეხბურთში მუშაობს.
ქართული ფეხბურთი უნდა დავასაფლავოთ. ამის მერე მას ჩამოცილდება ეს უმსგავსო ფულის მკეთებელი უვიცი ხალხი. და მხოლოს შემდეგ დაიწყება ნელი სვლა. ნუ ამას 25 წელი დაჭირდება. ამდენი დაჭირდა ქართულ ღვინოს. ჯერ განთავისუფლდა უმსგავსო უვიცი "მეღვინეებისგან" და ამის შემდეგ აიდგა ფეხი.
haha
01 ივლისი 2017 11:40
0
და ახალგაზრდული ნაკრებების შედეგებზე ვინ აგებს პასუხს?! დღევანდელი წარუმატებლობა მარტო კლუბის ხელმძღვანელების ბრალი არ არის და საერთოდ რა ერთმანეთისკენ იშვერთ ხელებს! ალბათ გახსოვთ ზესტაფონი დუკლა (3:0) მაშინ გამოდის რომ ადრე ჩემპიონატის დონე მაღალი იყო არც არავინ აძლევდა კლუბებს ფულს მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ 2 გუნდი მისულა ევროპალიგის პლეიოფამდე მაინც! რეზი წავიდა და აჩი ხომ არ არის რაიმე პოზიციაზე დარჩენილი ფედერაციაში.......... არვიცი ამ უკანასკნელებს როგორ გაყავდათ ახალგაზრდული გუნდები პლეიოფში მაინც!
svan
01 ივლისი 2017 11:35
0
ვკითხულობ კომენტარებს და ასე მგონია უმრავლესობა ან ძალიან შორსაა ფეხბურთისგან, ან ზედმეტადაა პოლიტიკაში შეჭრილი. ერტი გამაგებინეთ ვინმემ? კობიაშვილმა და ფედერაციამ უნდა ააშენოს სტადიონები? კობიაშვილმა დააგო ხელოვნური საფარი ქობულეტში და სამტრედიაში? საქართველოში. ტან ზღვისპირეთში რა ჯანდაბად უნდათ ხელოვნური საფარი? მინდვრის მოვლა ეზარებათ? ბათუმმა ხომერიკი გაუშვა და ვიგაც ფროლოვი რომ მოიყვანა ესეც კობიაშვილის ბრალია? ფრუიძე რომ ტრენერი არაა ესეც ფედერაციის ბრალია? არ ვარ არც ერტი პარტიის არც წევრი და არც მომხრე. უბრალოდ ჩემი აზრით ყველაფრის ფედერაციაზე დაბრალება უაზრობაა. არსად მსოფლიოში ფედერაცია არ უშენებს კლუბებს სტადიონებს
andro
01 ივლისი 2017 10:50
0
ზოგიერთები ვინც კიდევ ამათ გაპრავებას ცდილობთ ყველაფრის ღირსები ხართ...სტადიონზე კი არა ქვეყანაში არ უნდა შემოგიშვათ წესით ხალხმა...ფულს გიხდიან ამ სი...ობის წერაში თუ დაბადებიდან ხართ ეგეთები... კლუბებმ ბოლომდე აავსეს პამპერსები, ნაკრებმა დაწყებისთანავე დაამთავრა შესარჩევი და ესენი კიდევ ულოკავენ ამ .... ...
mamuka
01 ივლისი 2017 10:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული