ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".
კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.
"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...
ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.
სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.
გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
ადრესატებს არც აინტერესებთ ჩვენი
ემოციები. რა მოხდა უნდა მიიღოთ და
მოითმინოთო, დაიმსახურეთო.
ჩვენც დავიმსახურეთ ალბათ ფიფას
ფუტბოლს "ქართული ფეხბურთი" დავარქვით. ეს თამაში ბრიტანულიც კი
არაა კარგა ხანია. რაც შეეხება ჩვენს
საყვარელ თამაშს, მისგან არაფერი
დარჩა. 200კმ. სირბილს ვუყურებთ
საშუალოდ, 90% ბურთის ფლობა კარში
დარტყმის გარეშე მთავრდება. დარჩენილი 10%-ის ნახევარი კარს
საერთოდ სცდება. მოკლედ საყურებელიც კი არაფერია......
მეორე- თურმე სტადიონი თუ აშენდება, გვეშველება. კაცი შვილი არ ამბობს იმას რომ ძირითადი მიზეზი უვიცობაა, როცა არ იციან სწორი ფეხბურთი. არავინ არ იცის. მათ შორის არც ჟურნალისტებმა. ამას ემატება უზნეო ხალხი რომელიც ფეხბურთში მუშაობს.
ქართული ფეხბურთი უნდა დავასაფლავოთ. ამის მერე მას ჩამოცილდება ეს უმსგავსო ფულის მკეთებელი უვიცი ხალხი. და მხოლოს შემდეგ დაიწყება ნელი სვლა. ნუ ამას 25 წელი დაჭირდება. ამდენი დაჭირდა ქართულ ღვინოს. ჯერ განთავისუფლდა უმსგავსო უვიცი "მეღვინეებისგან" და ამის შემდეგ აიდგა ფეხი.