ბათუმის "დინამო" განადგურდა და ევროთასებს გამოეთიშა

AutoSharing Option
6 ივლისს პოლონეთში "იაგელონიასა" ბათუმის "დინამოს" შორის ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელიც ქართველების მარცხით ანგარიშით 0:4 დასრულდა.

გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა.

შეხვედრის 59-ე წუთზე "იაგელონიამ" ანგარიშის გახსნა მოახერხა. გატანილი გოლის ავტორი გუტიერი ტომელინი გახდა.

75-ე წუთზე ბათუმელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. მსაჯმა თორნიკე თარხნიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

81-ე წუთზე კი პოლონელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ამჯერად ჩვენი კარის დალაშქვრა ფიოდორ სერნიჩმა შეძლო. 88-ე წუთზე "დინამოს" კარში მესამე გოლი გილერმე სიტიამ
შეაგდო, ხოლო დამატებულ წუთზე ლუკას სეკულსკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ბათუმის "დინამომ" შინ ანგარიშით 0:1 წააგო და ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა.

ბათუმის "დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:

ანატოლი ტიმოფეევი, ბოის მახარაძე, გიორგი ქავთარაძე, თეიმურაზ შონია, ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, ელგუჯა გრიგალაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, არჩილ ტვილდიანი, ნიკა მგელაძე, იაროსლავ კვასოვი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მწვრთელს როგორ გაუშვებენ ის უბრალოდ ზის ძველი მაფიოზი აკონტროლებს დინამოს ეს კი გახლავთ მახარაძე მაგის გაძრომა ხომ არ მოხდება არასდროს ავადმყოფია და თან ვინ გაუბედავს თვითონაც ესეთები არიან
nanuli
13:25 07-07-2017
0
23 კი არა 20 წლის ზემოთ არ უნდა ათამაშო, პირადად მე ბავშვობაში დავდიოდი ფეხბურთზე და ჩემ გუნდში თამაშობდა ბიჭი რომელიც თბილისელებმა შეამჩნიეს და წაიყვანეს ძალიან მაგარი მცველი იყო, ბათუმში ყველაზე სწრაფი და დინამოს მწვრთნელებს არც კი აინტერესებდათ, თუ თამაში გინდა დინამოში 10000 უნდა გადაიხადოო. მერე თბილისში ევროპულმა გუნდმაც შეამჩნია და წაყვანა მოისურვა ამათ კიდე 16 წლის ბავშვში 300000 დოლარი მოითხოვეს, ახლა ის ბიჭი 25 წლისაა და სახლში ზის. ასე კარგავენ ტალანტებს და მოყავთ ვიგაც უსაქმური არაფრისმაქნისი პენსიონერი ფეხბურთელები. გეზარებათ თამაში? წადით ბიძია და ყანაში იმუშავეთ, ესაც გეზარებათ? ერთი ადგილი იფხანეთ ან ერთმანეთს მოფხანეთ თუ ერთად გინდათ რომ იყოთ. სირცხვილია ეს ყველაფერი.
სიმართლე
12:11 07-07-2017
0

სიახლეები პოპულარული