"კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ ამას "ტორპედოს" ფანები მეტყვიან!"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტრენჩინთან" მარცხის (0:3) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ტორპედო-ტრენჩინი 0:3 - 1:8 მარტივი ფეხბურთით [VIDEO]

"პირველი მატჩის მსგავსად, დღესაც მარცხს მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. გვქონდა მატჩის დასაწყისში რამდენიმე მომენტი, რომელთა გამოყენებაც მთლიანად შეცვლიდა მატჩის მიმდინარეობას, მაგრამ ნაცვლად გატანისა, აქეთ მივიღეთ გოლი ჩვენ კარში და ფსიქოლოგიურად გავტყდით.

ეს მწარე გამოცდილებაა, რომლისგანაც სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მაღალ დონეზე თამაშისას უკეთ ხედავ შეცდომებს და ხვდები, სად, რა რგოლში გაქვს სამუშაო.

ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ და ახლა იქ
გავაგრძელებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ეს "ტორპედოა" და ის ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს. რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერებას ვსაჭიროებთ. შევხვდები კლუბის პრეზიდენტს და ერთად განვიხილავთ ამ საკითხს.

მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ ვაპირებ. კლუბთან კონტრაქტი მაქვს და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ "ტორპედოს" ფანები მეტყვიან, წადიო.

დაბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ვეცდებით, ჩემპიონატში აღარ დავუშვათ ის, რაც დღეს მოხდა", - თქვა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 65 /
რატო იღებენ ესენი მარტო თავის თავზე პასუხისმგებლობას ერთხელ და სამუდამოდ შევთანმხდეთ რო ფეხბურთი კაცების თამაშია აუკრძალონ ამათ მინდორზე გასვლა!!! ბავშვებით წააგებ თამაშს თუ ამ ყომარბაზებით 0-3 1-5 და ა.შ რა აზრი აქ.აუკრძალეთ!!!!
0
სად აგზავნით ამ კაცს,ქობულეთის შუქურას ხომ მაინც მოუგო
ბაბუ
10:40 07-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული