2017/18 წლების ევროთასების სეზონი ჩვენთვის ჯერ არ დასრულებულა - ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ჩაერთოს ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია", რომელსაც ძლიერი მეტოქე, აზერბაიჯანული "ყარაბაღი" ელის, რომელიც დაპირისპირების ფავორიტია.
4-დან 3-მა კლუბმა კი ქართულ ყულაბას მხოლოდ 0,125 ქულა შემატა. აი, ასე - სამმა კლუბმა 6 თამაშში ნულთან
6 თამაში - მხოლოდ 1 ფრე და 5 წაგება, ბურთების კატასტროფული სხვაობით - 2:15. ასეთია ქართული კლუბების სამარცხვინო გამოსვლის შედეგი.
ვერც სფფ-ის ახალ ბოსთა ნოვაციამ გაამართლა - საქართველო ჩემპიონატის გამართვის იმ სისტემაზე გადავიდა, რომელზეც ძირითადად ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანისპირა ქვეყნები თამაშობენ, მაგრამ ამით ევროთასებს უკეთ მომზადებულნი ვერ შევხვდით.
ახლა საქართველო უეფას მიმდინარე კოეფიციენტთა ცხრილში 5 ქულით 43-ე ადგილზეა, ეს კი 3 ადგილით უარესია, ვიდრე ივნისის მონაცემი. 55 ქვეყანაში მხოლოდ 12 ქვეყანას ვუსწრებთ. არ გვინდა ცუდზე ვიფიქროთ, მაგრამ ახლო პერსპექტივაში კიდევ 2-3 ადგილით დაქვეითება იკვეთება...
მიმდინარე ცხრილში გადაგვისწრეს მაკედონიამ, ესტონეთმა და ლატვიამ. საქართველოს ეროვნული ლიგა უკვე ამ ქვეყნების ჩემპიონატებზე სუსტად ითვლება.
იმ ქვეყნებს შორის კი, რომელთა გუნდებიც ევროთასებზე უკვე ჩაებნენ, ჩვენზე უარესი შედეგი მხოლოდ უეფას ახალთახალ წევრ კოსოვოს აქვს - ნული ქულა.
XXI საუკუნეში ჩვენთვის გამორჩეული იყო 2004/05 და 2011/12 წლების სეზონები, როცა ქართულმა კლუბებმა 2,666 და 2,87 ქულა მიითვალეს (შესაბამისად), რაც დიდწილად, ორივე შემთხვევაში თბილისის "დინამოს" დამსახურებაა.
ქართული კლუბები XXI საუკუნეში
(კოეფიციენტი სეზონში)
- 2000/01 0,5
- 2001/02 1,33
- 2002/03 1,33
- 2003/04 0,33
- 2004/05 2,66
- 2005/06 0,66
- 2006/07 1,16
- 2007/08 1,00
- 2008/09 1,16
- 2009/10 1,75
- 2010/11 1,87
- 2011/12 2,87
- 2012/13 1,50
- 2013/14 1,87
- 2014/15 1,25
- 2015/16 0,62
- 2016/17 1,12
- 2017/18 0,12*