ნულთან მიახლოებული - ქართული კლუბების სამარცხვინო გამოსვლის შედეგი

AutoSharing Option
2013/14 წლების სეზონში ქართულმა კლუბებმა უეფას კოეფიციენტთა ცხრილში ქვეყანას 1,875 ქულა შემატეს. შემდეგ სეზონში იყო - 1,250 ქულა; 2015/16 წლების სეზონში ტრადიციულ სუსტ გამოსვლასთან შედარებითაც ჩავარდნა გვქონდა - 0,625, მაგრამ მომდევნო სეზონი უკეთესი იყო - 1,125 ქულა.

2017/18 წლების ევროთასების სეზონი ჩვენთვის ჯერ არ დასრულებულა - ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ჩაერთოს ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია", რომელსაც ძლიერი მეტოქე, აზერბაიჯანული "ყარაბაღი" ელის, რომელიც დაპირისპირების ფავორიტია.

4-დან 3-მა კლუბმა კი ქართულ ყულაბას მხოლოდ 0,125 ქულა შემატა. აი, ასე - სამმა კლუბმა 6 თამაშში ნულთან
მიახლოებული შედეგი დააფიქსირა და ამ 0,125 ქულასაც ვეტერან დიმიტრი ტატანაშვილს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც სტუმრად "ჩიხურას" არ წააგებინა ავსტრიულ "ალტახთან".

6 თამაში - მხოლოდ 1 ფრე და 5 წაგება, ბურთების კატასტროფული სხვაობით - 2:15. ასეთია ქართული კლუბების სამარცხვინო გამოსვლის შედეგი.

ვერც სფფ-ის ახალ ბოსთა ნოვაციამ გაამართლა - საქართველო ჩემპიონატის გამართვის იმ სისტემაზე გადავიდა, რომელზეც ძირითადად ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანისპირა ქვეყნები თამაშობენ, მაგრამ ამით ევროთასებს უკეთ მომზადებულნი ვერ შევხვდით.

ახლა საქართველო უეფას მიმდინარე კოეფიციენტთა ცხრილში 5 ქულით 43-ე ადგილზეა, ეს კი 3 ადგილით უარესია, ვიდრე ივნისის მონაცემი. 55 ქვეყანაში მხოლოდ 12 ქვეყანას ვუსწრებთ. არ გვინდა ცუდზე ვიფიქროთ, მაგრამ ახლო პერსპექტივაში კიდევ 2-3 ადგილით დაქვეითება იკვეთება...

მიმდინარე ცხრილში გადაგვისწრეს მაკედონიამ, ესტონეთმა და ლატვიამ. საქართველოს ეროვნული ლიგა უკვე ამ ქვეყნების ჩემპიონატებზე სუსტად ითვლება.

იმ ქვეყნებს შორის კი, რომელთა გუნდებიც ევროთასებზე უკვე ჩაებნენ, ჩვენზე უარესი შედეგი მხოლოდ უეფას ახალთახალ წევრ კოსოვოს აქვს - ნული ქულა.

XXI საუკუნეში ჩვენთვის გამორჩეული იყო 2004/05 და 2011/12 წლების სეზონები, როცა ქართულმა კლუბებმა 2,666 და 2,87 ქულა მიითვალეს (შესაბამისად), რაც დიდწილად, ორივე შემთხვევაში თბილისის "დინამოს" დამსახურებაა.

ქართული კლუბები XXI საუკუნეში
(კოეფიციენტი სეზონში)
  • 2000/01 0,5
  • 2001/02 1,33
  • 2002/03 1,33
  • 2003/04 0,33
  • 2004/05 2,66
  • 2005/06 0,66
  • 2006/07 1,16
  • 2007/08 1,00
  • 2008/09 1,16
  • 2009/10 1,75
  • 2010/11 1,87
  • 2011/12 2,87
  • 2012/13 1,50
  • 2013/14 1,87
  • 2014/15 1,25
  • 2015/16 0,62
  • 2016/17 1,12
  • 2017/18 0,12*
* ჯერ არ დასრულებულა
მკითხველის კომენტარები / 18 /
ლუკა,გორგოძის ხელფასი წელიწადში 300000 ევრო უნდაიყოს,ზირაქაშვილის 400000 ევრო.ყველაზე მეტს ქართველებიდან ესენი იღებენ,თან საფრანგეთსი ყველაზე დიდი გადასახადია ევროპაში.სხვათა შორის ქართველი მორაგბეები ღონივრები არიან და შერკინებაში ანგრევენ ყველას,თორემ თუ უყურებთ მათ თამაშს,ფიზიკური მომზადებით,ისინიც ჩამორჩებიან ბობოლა გუნდებს და ვერ უძლებენ მაღალ ტემპში თამაშს.ხელით თამაში და ეგ არის სწორედ ჩვენი რაგბის ნაკრების მთავარი სისუსტე.ლუკა,ამპოსტის მხოლოდ პირველი წინადადება გეხება შენ,დანარჩენი ჩემზე კარგად იცი და ეს უკვე შენი ოპონენტებისათვის დავწერე.რაც შეეხება ეგზოტიკას,20 წლის წინ ჩვენ წარუმატებლად ვცდილობდით რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას,ახლა კი უკვე ელიტას ვუკაკუნებთ კარის გაღების მოთხოვნით.პროგრესია, არა?
სოსო
09 ივლისი 2017 00:07
0
sircxvilia es samtredia zeg tamahi ak arc hemaDGENLOBa vicit arc rame siaxle ra xdeba am gundis irgvliv xo apireben saertod hasvlas bakohi gagvagebiot ikneba
sircxvilia
08 ივლისი 2017 13:33
0
dააბრუნეტ ზესტაფონი ხომ გააამოცდასიმაააარტლე კოკაიააასი მარტალ ადამიანს ყოველტვის ედაავებიან ისე წავიდენ პედერაციიდან აარანაირი სასჯელი არ სეხებიატ მიტომ არის აასე სააქმე უკუგმა მერეა დაა ტუ საქარტველოს ცემპიონატსი ბომბარდირი გაახდა ტავი მესი გონიატ გარბიან და ხეხავენ სკამებს მერე დბერებულები საქარტველოს კლუბებსი ტმაასობენ ზოგიერტები გახადეტ ბავსტა პეხბურტი უპასო და ნახავტ როგორი ტააობაა მოვა ყველა გავიხარებტ გაიგეტ ტააალანტები იკარგება უპულოდ
ledi
08 ივლისი 2017 10:42
0
გადავხედე კომნტარებს და აქ გამძლეობაზე და ფიზიკაზეა საუბარი.
LIVE-ს
08 ივლისი 2017 09:14
0
რა მნიშვნელობა აქ რამდენი ქვეყანა თამაშობს რაგბს? ჯერ ერთი 20 ზე ბევრად მეტია, და მერე ბიჭები ჯუგრიანად თამაშობენ, აგებენ კიდევაც იგებენ კიდევაც მაგრამ წინ მიდიან ვითარდებიან და სიხარულს გვანიჭებენ, რაც შეხეეხება ფეხბურთს წაგება და მოგება ძმები არიან მაგრამ სულ წაგება? თან სამარცხვინოდ თან ყველასთან ვინც გვხვდება? 100ს ქვემოთ რეიტინგში? არ უნდათ თამაში და არ იციან რა გავუ....თ საქმე, ხან ეკონომ კლასის ბილეთებს ჩივიან ხან ცუდი სტადიონს, რაგბისტებმა ასფალტზე ისწავლეს თამაში და გორგოძეს ალბათ სურაძეზე ნაკლები ხელფასი აქ მაგრამ თაშობენ გულს დებენ, ასე რომ დიახაც რაგბი არის ჩვენი თამაში, ფეხბურთი არა! და მალე ნეტა სუ გაუქმდეს სფფ
Luka
08 ივლისი 2017 07:58
0
ვინც ბრაზდებით შენიშვნებზე, დაინტერესებულები ხართ კლუბით.ფეხბურთი უფრო ბლატნოი კი არა, გაბლატავებული სპორტია. გაიწმინდოს უნდა კლუბები, "კაი ფეხბურთელი იყოსაგან", მორფინისტებისაგან, ფულით მოვაჭრეთაგან, მამაშვილური, ვირიშვილური დამოკიდებულობისაგან.
დ.შ
08 ივლისი 2017 07:37
0
მართლა და მართლა ნუ დაგვღალეთ ამ რაგბით რა რით ვერ გაიგეთ რომ რაგვს სულ 20 ქვეყანა თამაშობს და ფეხბურთს ამ 20 პლიუს ყველა რა შედარებები მოგაქვთ რა ვინმეს გგონიათ რომ რაგბი ისე რომ იყოს განვითარებული როგორც ფეხბუთი მაჩანჩალები არ ვიქნებოით მსოფლიოში? თუ შედარება გინდათ კალათბურთს მაინც შეადარეთ გავჩერდები და ხმას არ ამოვიღებ აი რაგბზე კი ვერავის დავეთანხმები ის ჯერ კიდევ ეგზოტიკური სპორტის სახეობაა უამრავ ქვეყანაში და რაგბი ჩვენი თამაშია სლოგანით ის ნომერ პირველი სპორტი ვერ გახდება ვერასდროს საქართველოში
LIVE
08 ივლისი 2017 02:33
0
რა შუაშია გენეტიკა რაგბიში თუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერები ვართ ფიზიკით ფეხბურთში სუსტი გენეტიკის ბრალი როგორაა?
asasi-s
07 ივლისი 2017 23:10
0
აგადგინეთ ტესტაფონი დედას ფიცავარ მაგრი კლუბი იქნება და დრამატულობა დაბრუნდება ჰემპიონაატსჰი ხალხმა უნდა მოვიტხოდ ეს
gaga
07 ივლისი 2017 22:37
0
ფიზ მომზადების მხრივ ქართველი ფეხბურთელები არიან ძალიან დაბალ დონეზე 60 წუთი თამაშობენ აი მერე ნადგურდებიან ფიზიკურად ეს იმიტომ რომ არ ვარჯიიშობენ სწორად არ იკვებებიან სწორად როგორც ჩანს გენეტიკის მხრივაც ვერ ვართ ამ ასპექტში ძლიერები და სახეზეა შედეგიც ფეხბურთი უნდა ითამაშო მინიმუმ 90 წუთი.
asasi
07 ივლისი 2017 20:09
0

სიახლეები პოპულარული