"სამტრედია" ბაქოშია და ქალაქში საკუთარი ავტობუსით გადაადგილდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" ბაქოშია, სადაც 11 ივლისს, ადგილობრივ "ყარაბაღთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

როგორც azerisport.com იუწყება, საქართველოს ჩემპიონები ბაქოს ერთ-ერთ სასტუმროში უკვე დაბინავდნენ, ქალაქში კი საკუთარი ავტობუსით გადაადგილდებიან, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.

გამოცემამ ჩვენი ჩემპიონების ბაქოში გადაღებული ავტობუსის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელსაც ირონიული წარწერა გაუკეთა: "დააყენებს ხვალ საქართველოს ჩემპიონი "ავტობუსს" საკუთარ კართან?"

- გია ცეცაძე: ევროტურნირს თუ გამოვეთიშებით, ჩვენი ბრალი იქნება და არა ფორმატის
- ლადო
ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...


სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ეს ფეხბურთელები შეიყვანა:

მეკარეები: ომარ მიგინეისვილი, ილია სტურუა, ოთარ სტურუა.
მცველები: გიორგი ახალაძე, ბაქარ ბალდე, ჯემალ გოგიაშვილი, ლაშა კასრაძე, დავით მანჯგალაძე, გიორგი მწედლიშვილი, დავით მთივლიშვილი, ვალერი ოლხოვი, ნიკა სანდოხაძე, ირაკლი დოლიძე.
ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, გიგლა ბურკაძე, გიული მანჯგალაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, აკაკი ნინუა, დავით რაჟამაშვილი, გურამ სამუშია.
თავდამსხმელები: გიორგი ბერიაშვილი, დავით ჯიქია, ზაურ ხაბეიშვილი, ნიკოლოზ საბანაძე.
მკითხველის კომენტარები / 35 /
წარმატებები, მაგრამ მეეჭვება
Ika
11 ივლისი 2017 13:23
0
რავიცი ვისაც რამის იმედი გაქვთ, ღმერტმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ მე კიდევ ერთ განადგურებას ველოდები დღეს და რავიცი... სამტრედიელებს წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ სანამ პოლიტიკური ლიდერები წყვიტავენ ქვეყანაში რომელი გუნდი ითამაშებს მაღალ დონეზე მანამ არაფერი გვეშველება
Ika
11 ივლისი 2017 13:22
0
კაი შენ ხვალ უქომაგე და ჩვენ დღეს შევხედავთ, ქართული ფეხბურთის საცოდაობას. აი ტიპიური, ვაი პატრიოტი და ფარისეველი გულშემატკივარი ყველანაირი ქართული საქმისა. ხვალ ვუქომაგებო და დღეს არაო, არ მცალიაო.
gurooo!
11 ივლისი 2017 13:15
0
ზოგიერთის ვაი იუმორი საცოდავი სანახავია!! გაუმარჯოს სამტრედიას! ბოლომდე გიქომაგებთ ბიჭებო, ვისაც თქვენი წარმატება ხვალ არ გაახარებს ყველას გავკარი!!!!!
guro
11 ივლისი 2017 11:54
0
კარგი იქნებოდა არაა, სამტრედიის გუნდში დაგვემატებინა გიორგი სააკაძე, ბაშიაჩუკი და მეზარბაზნეებიც და წარმატებული გვექნებოდა შირვანის სახანოში გაბრძოლება. მაგრამ ვაგლახ არ გვყას ესენი და არც 1936-1982 წლის დროინდელი ფეხბურთელებიც.
otari-ს
11 ივლისი 2017 11:43
0
ისე სამტრედიას რომ ჰყავდეს გიორგი სააკაძე, ბაშიაჩუკი და მეზარბაზნეებიც, მართლა შეიძლებოდა, წარმატებით გალაშქრება შირვანის სახანოში. მაგრამ ვაგლახ რომ არა გვყავს არც ესენი და არც 1936-1982 წლის დროინდელი ფეხბურთელები.
otari-ს
11 ივლისი 2017 11:37
0
ძალიან მაგარი ნაბიჯია ასე უცხო ქალაქში საკუთარი ავტობუსით გადააადგილება ! ყოჩაღ სამტრედიას. ჩემი აზრით ესეთი რამაც მოქმედებს საბრძოლო განწყობაზე. პლიუს ამას, უკან ავტობუსით გამოემგზავრებიან და ტრანსპორტირების ხარჯს დაზოგავენ, რაც ქართული კლუბისთვის მნიშველოვანი რამაა. წარმატებები სამტრედიას, იმედია ისეთი ანგარიში დაფიქსირდება, რომ განმეორებით მატჩს მნიშვნელობა ექნება და გულშემატკივარიც მივა მხარდასაჭერად. აბა თქვენ იცით !!!
dave
11 ივლისი 2017 11:11
0
გამაააარჯვებააას გისურვებტ ბიწებო მოვაა დრო დაა ტავს ააააისვებს იმ ჯაწვს გასწყვეტს გმირტა გმირი სიხაარულატ სეეცვლება ამდენი ხნის გასწირი გჯეროდეტ საქაარტველო ააგორზინდება პეხბურტიტ და ყველაპრიტ


qutaisi
11 ივლისი 2017 10:48
0
კარგი იქნება თავი დავანებოთ ზოგადი სიტყვების სახელებად გამოყენებას და დავწეროთ საკუთარი სახელი ან კერძო ფსევდონიმი. რას ჰქვია "დინამო", "tbilisi", "სვანი" და რატომ ალანძღვინებთ ერთი კონკრეტული პირი დინამოს და დინამოს ქომაგებს, თბილისს და თბილისელებს და მით უმეტეს სვანებს, თქვენი აზრი ბატონებო გამოხატეთ თქვენი სახელით, თუ კი ის სწორად მიგაჩნიათ. იმედი მაქვს ნათქვამს სწორად გამიგებთ. გიზო გო..ძე
gizog
11 ივლისი 2017 10:28
0
otari-ს. კი, გვერდში უნდა დაუდგეთ, თუმცა ფეხბურთელის მაგიერ მე ვერ ვითამაშებ და მწრთვნელის მაგიერ მე ვერ ვიაზროვნებ. ფეხბურთს აქვს თავისი დაწერილი და დაუწერელი კანონები. ორივე ამ კანონების მოშველიებით, სამწუხაროდ "ყარაბაღი" ორი თავით მაღლა დგას "სამტრედიაზე" (არ ვამბობ ათი თავით). ესაა რეალობა, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ....
alimi
11 ივლისი 2017 09:53
0

სიახლეები პოპულარული